აღმოსავლეთ პარტნიორობის მერები ბათუმში მომავლის ქალაქებზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ
ოქტომბერი 6, 2023

აღმოსავლეთ პარტნიორობის მერები ბათუმში მომავლის ქალაქებზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ


4-5 ოქტომბერს ბათუმში გამართულ ორდღიან ურბანულ ფორუმზე აღმოსავლეთ პარტნიორობის 200-ზე მეტი წარმომადგენელი შეიკრიბა. ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ ევროკომისიის გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და პარტნიორი ორგანიზაციები. 

ფორუმის, მომავლის ქალაქები/Future-Fit Cities, მონაწილეებმა განიხილეს, თუ როგორ შეიძლება გადაიჭრას კომპლექსური მუნიციპალური საკითხები მწვანე, ინკლუზიური და მედეგი ქალაქების განვითარებით და რა შესაძლებლობებს ქმნის კერძო-საჯარო ფინანსირება ქალაქების მდგრადი ზრდისა და ინოვაციების მიმართულებით. 

დისკუსია შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ხელმძღვანელობის გამოწვევები და ფინანსური მდგრადობა. მონაწილეებს, რომელთა შორისაც აღმოსავლეთ პარტნიორობის მერებიც იყვნენ, შესაძლებლობა მიეცათ, გაეღრმავებინათ ცოდნა და გაეფართოებინათ პარტნიორთა ქსელი ინიციატივის, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG), ფარგლებსა და მის მიღმაც. 

UNDP-ის სტამბოლის რეგიონული ცენტრის ცოდნისა და ინოვაციების გუნდის ხელმძღვანელმა, ლეილა სადიკუმ ფორუმზე აღნიშნა, რომ ქალაქები მსოფლიოს კეთილდღეობის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. მაგრამ, ამავდროულად, ისინი გლობალური რესურსების 75%-ს მოიხმარენ და სათბური აირების გამოფრქვევის 60-80%-ზე აგებენ პასუხს. 

M4EG მექანიზმი „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ინიციატივას ეფუძნება, რომელიც 2017 წლიდან ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. M4EG მექანიზმს 2021 წლიდან ხელმძღვანელობს UNDP, რა მიზნითაც ის მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან, ადგილობრივ ხელისუფლებებთან და სხვა პარტნიორებთან.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,