Stand Up For Ukraine: კერძო სექტორი ჰუმანიტარული დახმარების გაწევას ევროკავშირის ახალი პლატფორმის მეშვეობით შეძლებს

Stand Up For Ukraine: კერძო სექტორი ჰუმანიტარული დახმარების გაწევას ევროკავშირის ახალი პლატფორმის მეშვეობით შეძლებს

მარტი 30, 2022

ევროკომისიამ შექმნა ახალი სისტემა, რომლის საშუალებითაც კერძო კომპანიები უკრაინის, მოლდოვისა და ევროკავშირის სხვა, ლტოლვილების მიმღები მეზობელი ქვეყნებისთვის მატერიალური დახმარების მიწოდებას შეძლებს. ეს ინსტრუმენტი კამპანიის, „Stand Up For Ukraine“, ფარგლებში შეიქმნა და მისი მიზანი იძულებით გადაადგილებული პირების და ლტოლვილების დახმარებაა. 

ევროკავშირი კოორდინაციას გაუწევს ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტების მასშტაბურ მიწოდებას, როგორებიცაა მედიკამენტები, ვაქცინები, სამედიცინო აპარატურა, კარვები, საწოლები და სამაშველო საბნები. კომპანიებს ასევე შეუძლიათ სხვა — მაგალითად, პორტატული კომპიუტერების მსგავსი პროდუქტების მიწოდება, რომლებიც ლტოლვილების საცხოვრებელ პირობებს გააუმჯობესებს.

კომპანიები პროდუქტებს ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის rescEU სტრატეგიული რეზერვის საშუალებით მიაწვდიან ქვეყნებს. ეს პროცესი ბელგიის სამოქალაქო უსაფრთხოების ორგანოებთან თანამშრომლობის საფუძველზე წარიმართება. 

აღნიშნული შეწირულობები ეპიდემიის რისკის შემცირებას და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების — კერძოდ, ბავშვების — დაცვას დაეხმარება. ფარმაცევტული ინდუსტრიის და სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროების მხარდაჭერით, ევროკავშირის ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობებისადმი მზადყოფნის და რეაგირების ორგანიზაცია (HERA) საბავშვო ვაქცინების და სხვა უმნიშვნელოვანესი მედიკამენტების მიწოდებას უზრუნველყოფს. 

ამ ინიციატივის ფარგლებში კომპანია Sanofi Foundation უკრაინას დიფტერიის და ტეტანუსის 200,000 ვაქცინას უსასყიდლოდ გადასცემს. ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის საშუალებით კი დამატებით 70,000 ვაქცინას ჩეხეთს, სლოვაკეთს და მოლდოვას მიაწოდებენ. 

კერძო ორგანიზაციები, რომლებსაც სურთ შეწირულობის გაღება, უნდა დაუკავშირდნენ ევროკავშირს ი-მეილზე: ECHO-private-donations@ec.europa.eu.

ევროკომისიას უწყვეტი პირდაპირი კონტაქტი აქვს უკრაინის და მისი მეზობელი ქვეყნების სამოქალაქო დაცვის სააგენტოებთან და ღებულობს მიმდინარე ინფორმაციას იმ ნივთების შესახებ, რომლებიც ლტოლვილებისთვის გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს. 

წინადადებების მიღების შემდეგ, ევროკომისია მათ აფასებს, ადგენს პრიორიტეტებს ყველაზე უფრო აუცილებელი ნივთების გათვალისწინებით და ორგანიზებას უწევს მათ გაგზავნას RescEU დროებით საწყობში. საწყობიდან ევროკომისია ორგანიზებას უწევს და აფინანსებს აღნიშნული ნივთების პოლონეთის, რუმინეთის და სლოვაკეთის ლოგისტიკურ ცენტრებში მიწოდებას. 

დამატებითი ინფორმაცია 

პრესრელიზი

ევროკავშირი და კანადა იწყებენ გლობალურ კამპანიას ფინანსების მოსაზიდად უკრაინელი ლტოლვილების დახმარების მიზნით



თემაზე

შარლ მიშელმა ევროპული გეოპოლიტიკური საზოგადოების შექმნის წინადადება წამოაყენა
მაისი 20, 2022

შარლ მიშელმა ევროპული გეოპოლიტიკური საზოგადოების შექმნის წინადადება წამოაყენა

საქართველოს ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრისთვის სამუშაო შეხვედრა იმართება
მაისი 20, 2022

საქართველოს ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრისთვის სამუშაო შეხვედრა იმართება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა
მაისი 20, 2022

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

საერთაშორისო პარტნიორების განცხადებით, ლგბტქი+ თემი  საქართველოში ყველაზე დაუცველ ჯგუფთა შორის რჩება
მაისი 18, 2022

საერთაშორისო პარტნიორების განცხადებით, ლგბტქი+ თემი  საქართველოში ყველაზე დაუცველ ჯგუფთა შორის რჩება

მწვანე უნარების კონკურსის გამარჯვებულების გამოსავლენად კენჭისყრა დაიწყო — ფინალისტებს შორის საქართველოს წარმომადგენლებიც არიან
მაისი 16, 2022

მწვანე უნარების კონკურსის გამარჯვებულების გამოსავლენად კენჭისყრა დაიწყო — ფინალისტებს შორის საქართველოს წარმომადგენლებიც არიან


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,