„შემოქმედებითი ევროპა“ კულტურის და შემოქმედებითი სექტორების მხარდასაჭერად 2022 წლისთვის ბიუჯეტს ზრდის

„შემოქმედებითი ევროპა“ კულტურის და შემოქმედებითი სექტორების მხარდასაჭერად 2022 წლისთვის ბიუჯეტს ზრდის

იანვარი 18, 2022

13 იანვარს ევროკომისიამ „შემოქმედებით ევროპის“ 2022 წლის სამუშაო პროგრამა დაამტკიცა. ​​პროგრამის წლიური ბიუჯეტი 2021 წელთან შედარებით 100 მილიონი ევროთი გაიზრდება და 385.6 მილიონ ევროს შეადგენს. 

ახალი პროგრამის მეშვეობით „შემოქმედებით ევროპა“ გააძლიერებს კულტურის და შემოქმედებითი სექტორების მხარდაჭერას. ამასთან, ის შესაბამის ყურადღებას დაუთმობს COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის და გლობალური კონკურენციის ზრდის შედეგად წამოჭრილ გამოწვევებს.

2022 წლის თებერვალში ევროპული თანამშრომლობის საფლაგმანო პროექტების ეგიდით გამოცხადდება კონკურსები ყველა კულტურული და შემოქმედებითი სექტორისთვის. ინიციატივის მიზანია ხალხთა შორის თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარების, ერთობლივი საქმიანობის და ინოვაციის ხელშეწყობა.

2022 წლის მეორე ნახევარში გამოცხადდება სამი ახალი კონკურსი შემდეგი სექტორების მხარდასაჭერად: სამუსიკო სექტორი — ინიციატივის, Music Moves Europe ფარგლებში; საშემსრულებლო სექტორი — ინიციატივის, Perform Europe ფარგლებში; და კულტურული მემკვიდრეობის სექტორი — ინიციატივის, European Heritage Label ფარგლებში.

დამატებითი ინფორმაცია 

პრესრელიზი

„შემოქმედებით ევროპა“: უკრაინელი ხელოვანები Perform Europe-ის მიერ შერჩეულ პროექტებში მიიღებენ მონაწილეობას

ყირიმის ანექსიის შემდეგ მარია საცხოვრებლად ლვოვში გადავიდა, სადაც მან იმპროვიზაციული ცეკვის სტუდია დააარსა:


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,