ევროკავშირის პრიზი ქართულ ჟურნალისტიკაში — პირდაპირი ტრანსლაცია 2 მარტს გაიმართება

ევროკავშირის პრიზი ქართულ ჟურნალისტიკაში — პირდაპირი ტრანსლაცია 2 მარტს გაიმართება

თებერვალი 18, 2022

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა 2 მარტს ევროკავშირის ჟურნალისტიკის კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს. ჯილდოები ჟურნალისტური ეთიკის უმაღლესი სტანდარტების, პროფესიონალიზმისა და ხარისხისთვის გაიცემა.

დაჯილდოების მე-10 ცერემონია პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემა ევროკავშირის წარმომადგენლობის Facebook-ის გვერდზე.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ 2012 წელს დაარსებული კონკურსი ქართულ ჟურნალისტიკაში პროფესიონალიზმის და ეთიკური ქცევის მხარდასაჭერად ტარდება. გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) გასცემს პრიზს კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის, რომელიც ნდობისა და მშვიდობის აღდგენას ემსახურება.

პირველ ექვს კატეგორიაში გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ. სამშვიდობო ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მფლობელი კი „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ ლონდონის ოფისში 30-დღიან სტაჟირებას გაივლის.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,