ევროკავშირის და გაეროს ბავშვთა ფონდის პროგრამა საქართველოში სისხლის სამართლებრივი დევნიდან არასრულწლოვანების განრიდებას უჭერს მხარს

ევროკავშირის და გაეროს ბავშვთა ფონდის პროგრამა საქართველოში სისხლის სამართლებრივი დევნიდან არასრულწლოვანების განრიდებას უჭერს მხარს

აპრილი 15, 2022

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საქართველოში 14-დან 21 წლამდე ასაკის 5,600-მდე ბავშვი და ახალგაზრდა განერიდა სისხლის სამართლებრივ დევნას. განრიდებისა და მედიაციის პროგრამამ ამას თერთმეტწლიანი მუშაობის შედეგად მიაღწია. აღნიშნული შედეგები იუსტიციის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე შეჯამდა.

კონფერენცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „ბავშვთა დაცვის სისტემებისა და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“, ფარგლებში ჩატარდა. ის მიზნად ისახავს როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე მომუშავე პროფესიონალთა კვალიფიკაციის ამაღლებას, რათა მათ წარმატებით შეძლონ საქართველოში მცხოვრები ბავშვებისა და მათი ოჯახების დახმარება და დაცვა. 

განრიდება სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმია და ის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ძირითად ქვაკუთხედს წარმოადგენს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, განრიდება პრიორიტეტული ღონისძიებაა. ეს ნიშნავს იმას, რომ არასრულწლოვანის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ, პირველ რიგში, განრიდების შესაძლებლობა უნდა იყოს განხილული.

საქართველოში განრიდებისა და მედიაციის პროგრამა 2010 წლიდან ფუნქციონირებს. ექსპერტების თქმით, ამან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმ პროცესს, რომელიც ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკიდან აღდგენით მართლმსაჯულებასა და რეაბილიტაციაზე გადასვლას ისახავს მიზნად. 2014 წლიდან პროგრამაში ჩაერთნენ არა მხოლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვანები, არამედ ისინიც, რომლებმაც მძიმე დანაშაული ჩაიდინეს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,