„ევროკავშირი კეთილსინდისიერებისთვის“ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისა და ინოვაციის მხარდასაჭერად გრანტებს გასცემს
ივნისი 25, 2021

„ევროკავშირი კეთილსინდისიერებისთვის“ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისა და ინოვაციის მხარდასაჭერად გრანტებს გასცემს


ღია მმართველობის პარტნიორობამ (OGP) ახალი პროგრამის, „ევროკავშირი კეთილსინდისიერებისთვის“ (EU for Integrity), ფარგლებში პირველი კონკურსები გამოაცხადა. ევროკავშირის მიერ 7 მილიონი ევროთი დაფინანსებულ ინიციატივას ღია მმართველობის პარტნიორობა და  ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OECD) ერთობლივად ახორციელებენ.

კონკურსები ორ კატეგორიაშია გამოცხადებული.

სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გრანტები (30,000 ევრომდე დაფინანსებით) ფოკუსირდება ღია მმართველობის პარტნიორობის პლატფორმის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაფართოებისა და სექტორთაშორისი პარტნიორობის განვითარების მიზნით გამოყენებაზე. ყურადღება მიექცევა შემდეგ სფეროებს: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, საჯარო სერვისების მიწოდება, სამართალი, COVID-19-ზე რეაგირება და მისით გამოწვეული კრიზისისგან აღდგენა და სამოქალაქო სივრცე.

ამ კატეგორიის გრანტებზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ სამოქალაქო საზოგადოების რეგისტრირებულ ორგანიზაციებს და კონსორციუმებს — მათ შორის, ქვეყნებს შორის პარტნიორობებს — სომხეთიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან.

ინოვაციის გრანტები (50,000 ევრომდე დაფინანსებით) საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, აწარმოონ ბიუჯეტების და განაწილების მონიტორინგი;  ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მონაცემებისთვის ადვილად გამოსაყენებელი ინტერფეისების შექმნას — მათ შორის, მონაცემთა ვიზუალიზაციის და ანალიზის იმ ინსტრუმენტების შემუშავებას, რომლებიც თაღლითობის და კორუფციის აღმოჩენას გაამარტივებს; დაეხმარება მოქალაქეებს, აწარმოონ საჯარო სერვისების მონიტორინგი და ჰქონდეთ უკუკავშირი და გამოსწორების მექანიზმებზე წვდომა.

ამ კატეგორიის გრანტებზე განაცხადების შეტანა შეუძლიათ ღია მმართველობის პარტნიორობის წევრ ქვეყნებში მომუშავეებს და ადგილობრივ იურისდიქციებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან.

ორივე კონკურსისთვის განაცხადების მიღების ბოლოო ვადაა 9 ივლისი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

გამოიწერეთ ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ღია მმართველობის პარტნიორობის საქმიანობის შესახებ.



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,