ენერგიის ახალ წყაროებზე გადასვლა: ურთიერთსწავლების პროგრამა არჩეული თანამდებობის პირების, საჯარო მოხელეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის — რეგისტრაცია 28 თებერვლამდე
იანვარი 29, 2021

ენერგიის ახალ წყაროებზე გადასვლა: ურთიერთსწავლების პროგრამა არჩეული თანამდებობის პირების, საჯარო მოხელეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის — რეგისტრაცია 28 თებერვლამდე


პროგრამის, „ჰორიზონტი 2020“, ფარგლებში დაფინანსებული პროექტი,  TOMORROW იწყებს ოთხთვიანი ურთიერთსწავლების პროგრამას, „ენერგიის ახალ წყაროებზე გადასვლის სასწავლო ესტაფეტა“. კურსი შემუშავებულია არჩეული თანამდებობის პირების, საჯარო მოხელეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის. მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ სურვილი, ისწავლონ თავიანთ ქალაქებში ენერგიის ახალ წყაროებზე გადასვლის მართვა. 

პროგრამა ისეა ორგანიზებული, რომ დაეხმაროს მონაწილეებს ერთმანეთთან კავშირის დამყარებაში, სწავლასა და იმ საკითხზე გამოცდილების გაზიარებაში, თუ როგორ შეუწყონ ხელი მრავალი მონაწილის ჩართულობას ქალაქებში ენერგეტიკული გადასვლის მხარდაჭერის პროცესში. კურსის საშუალებით გაზიარდება ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც პროექტის, TOMORROW, ფარგლებში დაგროვდა და რომელიც ენერგიის ახალ წყაროებზე გადასვლის პროცესის განსაზღვრას და მხარდაჭერას ეხება.

პროგრამა 11 მარტს  შესავალი ვებინარით დაიწყება, რომლის განმავლობაშიც მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას ინდივიდუალურ სასწავლო საკითხებზე და გადანაწილდებიან მცირერიცხოვან ჯგუფებად. ტრენინგის შუამავალი მონაწილეების ჯგუფურ ურთიერთობებს წარმართავს და ონლაინ აქტივობების ორგანიზებას უხელმძღვანელებს. ესტაფეტის განმავლობაში მონაწილეები იმუშავებენ თავიანთ ქალაქებში ენერგიის ახალ წყაროებზე  გადასვლაში ჩართული მრავალი მონაწილის ორგანიზებაზე. მაგალითად, მათ დაევალებათ კოლეგებთან თუ სამოქალაქო საზოგადოების წევრ პარტნიორებთან ერთობლივი ვებინარის ორგანიზება, ან თავიანთ ქალაქში ერთ-ერთი კოლექტიური მექანიზმის გამოყენება, ან სხვა ტიპის აქტივობა.

რეგისტრაციის საბოლოო ვადაა 28 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

განაცხადის შეტანა კურსზე, ‘Energy Transition Learning Relay’

 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,