ევროკავშირმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პასპორტის წამკითხველები გადასცა   
ივნისი 25, 2021

ევროკავშირმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პასპორტის წამკითხველები გადასცა  


ევროკავშირმა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩუქრად პასპორტის წამკითხველი 20 მოწყობილობა გადასცა. აპარატურა, რომლის საერთო ღირებულებაა 22,000 ევრო (90,000 ლარი), საქართველოს მთავრობას უკანონო მიგრაციასთან ბრძოლასა და სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერებაში დაეხმარება.

 მოწყობილობები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში განთავსდება და მათ მესაზღვრეკონტროლიორების მომზადებისას გამოიყენებენ

 ევროკავშირი და საქართველო  საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით მჭიდროდ თანამშრომლობენ. ამ მიზანს ევროკავშირი უკვე წლებია, რაც მხარს უჭერს”, — აღნიშნა ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოადგილემ, კატალინ გერმანმა, — „აღნიშნული ევროკავშირის იმ ფართო მხარდაჭერის ნაწილია, რომელიც საქართველოში საზღვრების თანამედროვე სტანდარტებით მართვას და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად“.

პასპორტის წამკითხველები შინაგან საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულიევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის“ (SAFE) პროგრამის ფარგლებში გადაეცა

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

 



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,