ევროკავშირი წალკის მუნიციპალიტეტის სკოლებისთვის საგრანტო კონკურსს იწყებს
მარტი 26, 2021

ევროკავშირი წალკის მუნიციპალიტეტის სკოლებისთვის საგრანტო კონკურსს იწყებს


ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა, „ეს წალკაა“, წალკის მუნიციპალიტეტის სკოლებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. გაღებული დაფინანსება ადგილობრივ სკოლებს მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი დღეების ჩატარებაში დაეხმარება.

გრანტების გაცემისას უპირატესობა მიენიჭება ინიციატივებს, რომლებიც გარემოსდაცვით დღეებს მუნიციპალიტეტის სხვა სკოლებთან, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან და საზოგადოების დაუცველ ჯგუფებთან ერთად აღნიშნავენ. ამასთან, დაფინანსების მიღების კარგი შანსი ექნებათ იმ პროექტებსაც, რომლებიც  ერთზე მეტ გარემოსდაცვით დღეს აღნიშნავენ.

თითოეული გრანტის მაქსიმალური ოდენობა 1000 ევროა. კონკურსში მონაწილე პროექტებმა თავიანთი საქმიანობა 2021 წლის აპრილიდან 2022 წლის სექტემბრამდე უნდა განახორციელონ. განცხადების შეტანის ბოლო ვადაა 5 აპრილი.

პროექტის, „ეს წალკაა“ მიზანია, განათლებისა და ინოვაციების დახმარებით დაუჭიროს მხარი წვრილ ფერმერებს, მეწარმეებს, ქალებს, ახალგაზრდებს და სხვა ადგილობრივ ჯგუფებს. ინიციატივა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ხორციელდება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,