ევროკავშირი არააგრარული სტრატაპებისა და ბიზნესებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს
მარტი 4, 2021

ევროკავშირი არააგრარული სტრატაპებისა და ბიზნესებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს


ევროკავშირმა არააგრარული სტარტაპებისა და ბიზნესებისთვის საგრანტო კონკურსი დაიწყო. პროექტი საქართველოს რვა მუნიციპალიტეტისთვის,  ახალქალაქის, ბორჯომის, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროს, ლაგოდეხის, ქედას, ხულოს და ყაზბეგისთვისაა განკუთვნილი.

საგრანტო კონკურსი ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო განვითარების სააგენტოს ინიციატივით ტარდება. მისი მიზანი სოფლად ეკონომიკური დივერსიფიკაციის მხარდაჭერა, სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნა და ბუნებრივი რესურსების ეკომეგობრულად გამოყენების ხელშეწყობაა.

სტარტაპებისა და ბიზნესების გაფართოებისთვის განკუთვნილი გრანტების მოცულობა ცალკეული ბენეფიციარისთვის 20,000-დან 340,000 ლარამდე მერყეობს. ენერგოეფექტიანობის ხელშემწყობი ღონისძიებებისთვის გაცემული გრანტების მოცულობა კი 1,500-დან 30,000-მდე ლარს შეადგენს. ორივე შემთხვევაში გრანტის მიმღებებს ბიზნესპროექტის მთლიანი  ღირებულების მინიმუმ 20%-ის თანადაფინანსება მოეთხოვებათ.

საკონკურსო წინადადებების წარდგენის საბოლოო ვადაა 2021 წლის 31 მარტი.

საგრანტო კონკურსი ევროკავშირის ინიციატივის, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ტარდება. 179.5 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე ინიციატივა საქართველოს სოფლის მეურნეობის და სასოფლო განვითარებას 2013 წლიდან უჭერს მხარს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

 



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,