EFSE საქართველოს ბანკთან პარტნიორობას 20 მილიონი ევროს საკრედიტო ინვესტიციით აფართოებს 
მარტი 28, 2024

EFSE საქართველოს ბანკთან პარტნიორობას 20 მილიონი ევროს საკრედიტო ინვესტიციით აფართოებს 


26 თებერვალს საინვესტიციო ფონდმა, ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE), განაცხადა, რომ თავის გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორს, საქართველოს ბანკს 10-წლიანი სუბორდინირებული სესხის სახით 20 მილიონი ევროთი უზრუნველყოფს.

ინვესტიცია საქართველოს ბანკის კაპიტალის პოზიციას განამტკიცებს, რაც მას საშუალებას მისცემს, გაზარდოს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (MSME) განკუთვნილი სესხები. კერძოდ, ის მხარს დაუჭერს მდგრად კომპანიებს და ქალების საკუთრებაში არსებულ თუ ქალების მიერ მართულ საწარმოებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში ბიზნესის განვითარებას, გენდერულ თანასწორობასა და მდგრად განვითარებას.


„მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკაში და ჩვენ ვამაყობთ, რომ ამ ინვესტიციით მხარს ვუჭერთ ქვეყნის მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას — ისევე, როგორც მის ინტეგრაციას რეგიონულ და გლობალურ ბაზრებზე“, — განაცხადა EFSE-ს რეგიონულმა დირექტორმა, ოქსანა ბინზარუმ.

„ეს მექანიზმი საშუალებას გვაძლევს, გავაგრძელოთ ჩვენი მომხმარებლების მხარდაჭერა და, ამასთანავე, კაპიტალის ძლიერი პოზიცია შევინარჩუნოთ“, — აღნიშნა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,