ევროკავშირი  ტექნოლოგიების სფეროში ქალთა როლის გასაძლიერებლად ახალ პროექტს იწყებს
მარტი 26, 2024

ევროკავშირი  ტექნოლოგიების სფეროში ქალთა როლის გასაძლიერებლად ახალ პროექტს იწყებს


22 მარტს ევროკავშირმა დაიწყო ახალი ფართომასშტაბიანი პროექტი, „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში“, რომელსაც თბილისში მდებარე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) განახორციელებს. 

პროექტის მთავარი მიზანია ციფრულ სფეროში ადამიანური რესურსების, კერძოდ, გოგოებისა და ქალთა ჩართულობის გაძლიერება საქართველოში.

ინიციატივა სამ ნაკადად მოიზიდავს 1,100 ბენეფიციარსა და 320 მენტორს. ამასთან, რეგიონული მრავალფეროვნების ხელშესაწყობად მონაწილეთა ერთ მესამედს დედაქალაქის გარეთ, რეგიონებიდან შეარჩევენ. 

ხუთთვიანი ინტენსიური მენტორობის სესიები შემდეგ ხუთ ძირითად ტექნოლოგიურ სფეროს მოიცავს: კიბერუსაფრთხოება, Front-end დეველოპმენტი, გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი და UX/UI დიზაინი.

„ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ ქალების მენტორობის ფართომასშტაბიან პროგრამას გენდერული თანასწორობისა და ციფრული ინკლუზიის მხარდასაჭერად“,  — განაცხადა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში ჩატარებულ პროექტის გახსნის ღონისძიებაზე — „მსგავს ინიციატივებში ინვესტირებით მიზნად ვისახავთ, აღმოვფხვრათ უნარ-ჩვევების დანაკლისი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში და მივცეთ ქალებს ციფრულ ეპოქაში განვითარების შესაძლებლობა, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს ეკონომიკურ ზრდასა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს“.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,