EU4Digital ევროკავშირის 5G უსაფრთხოების ინსტრუმენტების პაკეტით დაინტერესებულებს სემინარზე იწვევს
მარტი 18, 2024

EU4Digital ევროკავშირის 5G უსაფრთხოების ინსტრუმენტების პაკეტით დაინტერესებულებს სემინარზე იწვევს


პროგრამა EU4Digital  ყველა დაინტერესებულ მხარეს იწვევს 27 მარტს დაგეგმილ სემინარზე, რომელზეც ევროკავშირის 5G უსაფრთხოების ინსტრუმენტების პაკეტის დასანერგი აქტივობები განიხილება. 

EU4Digital-ის ტელეკომის წესების მიმართულება სემინარს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობით გამართავს. 

ინიციატივისა და სემინარის მიზანია, რეგიონში მომუშავე  დაინტერესებულ მხარეებს ევროკავშირის 5G უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინსტრუმენტების პაკეტის პრინციპები გააცნოს. 

სემინარის შემდეგ მონაწილეებს მიმდინარე მდგომარეობისა და პოტენციური ინტერესის სფეროების შესახებ კითხვარი დაურიგდებათ. მიღებული პასუხები საფუძვლად დაედება საქმიანობის შემდგომ მხარდაჭერას და მომზადდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დასანერგი პოტენციური ინიციატივების სია. 

სემინარი ჩატარდება ონლაინ 27 მარტს, 11:00-იდან 14:00 საათამდე, ცენტრალური ევროპის დროით. 

სემინარზე დასწრების მსურველები ორგანიზატორებს მეილით უნდა დაუკავშირდნენ. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,