EU4Dialogue: საქართველოში ქალებისათვის მობილური კლინიკები მოეწყო 
დეკემბერი 22, 2023

EU4Dialogue: საქართველოში ქალებისათვის მობილური კლინიკები მოეწყო 


EU4Dialogue პროექტის მხარდაჭერით, საქართველოს დევნილთა დასახლებებში მობილური კლინიკები მოეწყო. ამის შედეგად დეკემბერში სამედიცინო კონსულტაცია 80-მდე ქალმა მიიღო. 

არასამთავრობო ორგანიზაციის, „ქალთა ფონდი სოხუმის“ მიერ ორგანიზებული მობილური კლინიკა ზუგდიდის, სენაკის, ქუთაისის, წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტების დევნილთა დასახლებებს ეწვია. მობილური კლინიკა მამოგრაფიის, ექოსკოპიისა და სხვა ანალიზებისთვის საჭირო აპარატებით იყო აღჭურვილი. 

საკონსულტაციო შეხვედრებისას ქალებმა მიიღეს სამედიცინო რჩევები რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და დროული დიაგნოსტიკის შესახებ. მათ ასევე ისაუბრეს ჯანმრთელობის იმ პრობლემებზე, რომლებიც გენდერული ნიშნით ძალადობას უკავშირდება.

დევნილი ქალებისთვის მობილური კლინიკის მოწყობის ინიციატივას ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) პროექტის, „EU4Dialogue: კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვას რესპუბლიკაში“, ფარგლებში დაუჭირეს მხარი. პროექტის მიზანია, გააუმჯობესოს ადამიანთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მოამარაგოს ისინი საარსებო საშუალებებით, ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობასა და ახალგაზრდების ჩართულობას და მხარი დაუჭიროს კონფლიქტთა მშვიდობიან მოგვარებას. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,