EU4Youth კურსდამთავრებულთა ქსელი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში — აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში მცხოვრებ ახალგაზრდებს იწვევს.
ქსელი აერთიანებს ახალგაზრდებს, რომლებსაც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტებში მიუღიათ მონაწილეობა და სურთ ჩაერთონ მოხალისეობრივ საქმიანობაში. კურსდამთავრებულები სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს დაეხმარებიან, გახდნენ საზოგადოების მეტად აქტიური წევრები და ჩაერთონ ევროკავშირის მობილობის პროგრამებში.
ქსელის ყველა წევრი:
აპლიკანტი უნდა იყოს:
ქსელი გააერთიანებს 60-მდე ახალგაზრდას (დაახლოებით 10-12 ახალგაზრდას თითოეული მონაწილე ქვეყნიდან), რომლებსაც ღია კონკურსის წესით შეარჩევენ.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 20 იანვარი. განაცხადის შესატანად საჭიროა შეავსოთ განაცხადის ფორმა.
EU4Youth კურსდამთავრებულთა ქსელს მართავს EU4Youth პროგრამის საკოორდინაციო და მხარდაჭერის გუნდი, რომელიც ამ პროცესში მჭიდროდ ითანამშრომლებს Erasmus+ Youth in Action-ისა და ევროპის სოლიდარობის კორპუსის საინფორმაციო ცენტრების აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რესურს-ცენტრების ქსელთან SALTO და EUNEIGHBOURS East პროგრამასთან. გარდა ამისა, დამყარდება კავშირები სხვა რეგიონულ ინიციატივებთან და პროექტებთანაც.
დამატებითი ინფორმაცია
EU4Youth კურსდამთავრებულთა ქსელი: განაცხადთან დაკავშირებული ხშირად დასმული კითხვები
სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,