თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინორეჟისორებს ევროკავშირის პრიზი, „ადამიანის უფლებები კინოში“, გადაეცათ
დეკემბერი 6, 2023

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინორეჟისორებს ევროკავშირის პრიზი, „ადამიანის უფლებები კინოში“, გადაეცათ


თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე ევროკავშირის წარმომადგენლობამ ორი ფილმი სპეციალური პრიზით, „ადამიანის უფლებები კინოში 2023“, დააჯილდოვა. ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ გამარჯვებულებს ჯილდოები კინოთეატრ „ამირანში“ გადასცა.

წელს პირველად ევროკავშირის ჯილდო ორ სხვადასხვა კატეგორიაში — დოკუმენტურ და მხატვრულ კინოში — მიენიჭათ. დოკუმენტური კინოს კატეგორიაში გაიმარჯვა რეჟისორ ლუკა ბერაძის ფილმმა,  „ღიმილიანი საქართველო“.  მხატვრული კინოს კატეგორიაში კი პრიზი აბას ამინის ფილმმა,  „უსასრულო საზღვრები“, მოიპოვა.

„იმ დროს, როდესაც საქართველო და ევროპა ერთმანეთთან ისე ახლოს არიან, როგორც არასდროს, ევროკავშირისთვის ქართული კინემატოგრაფიისა და საქართველოს უნიკალური კულტურის პოპულარიზაციას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს“, — აღნიშნა ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.

ევროკავშირის პრიზი, „ადამიანის უფლებები კინოში“, ხუთი წლის წინ, ადამიანის უფლებების დღესთან (10 დეკემბერი) დაკავშირებით დაწესდა. 

კინოხელოვნების ცენტრი „პრომეთე“ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს 2000 წლიდან ატარებს. ფესტივალის მიზანი გამორჩეული ახალი უცხოური და ქართული ფილმების წარმოჩენაა. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,