ახალგაზრდა ევროპელი ელჩების კონკურსში შეტანილი რეკორდული რაოდენობის განაცხადებიდან 657 ახალი წევრი შეირჩა
დეკემბერი 5, 2023

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების კონკურსში შეტანილი რეკორდული რაოდენობის განაცხადებიდან 657 ახალი წევრი შეირჩა


„ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს“ პროგრამამ (The EU NEIGHBOURS east) ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ქსელში 657 ახალი ელჩი მიიღო.

ახალგაზრდა ელჩები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან და გაერთიანებული სამეფოდან მიღებული 2 126 განაცხადიდან შეირჩნენ. შედეგად, დღეს ქსელი 1 162 მოქმედი ახალგაზრდა ევროპელი ელჩისგან შედგება. 

განაცხადების შეფასების შედეგად შეირჩა 114 ახალგაზრდა ევროპელი ელჩი აზერბაიჯანიდან, 14 — ბელარუსიდან,  108 — მოლდოვიდან,  98 — საქართველოდან, 74 — სომხეთიდან, 121 — უკრაინიდან და 128 — ევროკავშირიდან/გაერთიანებული სამეფოდან.

ქსელის ახალი წევრები, რომელთა ასაკი 16-იდან 26 წლამდეა, ახლა ახალგაზრდა ევროპელი ელჩების აკადემიაში მიიღებენ მონაწილეობას, რა დროსაც გაივლიან ტრენინგს მომავალი საქმიანობისთვის მოსამზადებლად. 

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივა არაპოლიტიკური, მოხალისეობრივი საკომუნიკაციო ქსელია, რომელიც ხელს უწყობს კავშირებისა და მეგობრული ურთიერთობების დამყარებას აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთში, უკრაინაში და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის. ქსელის მიზანია, მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობის შესახებ, წარმოაჩინოს ამ თანამშრომლობის პრაქტიკული შედეგები, ხელი შეუწყოს პოლიტიკურ დიალოგს სხვადასხვა საკითხზე, წაახალისოს სამოქალაქო აქტივიზმი და ერთიანი ძალებით იზრუნოს უკეთესი მომავლისათვის. 

2023 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე პერიოდში ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონსა და ევროკავშირში გამართულ 821 აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა. მიმდინარე წელს პირისპირ ჩატარებულ ღონისძიებებს 52 000 ადამიანი დაესწრო, ხოლო ონლაინაქტივობებში 3.8 მილიონზე მეტი ადამიანი ჩაერთო.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების შესარჩევი კონკურსი ყოველწლიურად — როგორც წესი, შემოდგომაზე — ტარდება. კონკურსისა და განაცხადის ფორმის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება აქ. დამატებითი ინფორმაცია კი დაიდება The EU NEIGHBOURS east-ის ვებსაიტის შესაძლებლობების განყოფილებაში. იმისთვის, რომ არ გამოგეპაროთ ახალი ცნობები, გამოიწერეთ ბიულეტენი.

დამატებითი ინფორმაცია

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,