დაიწყო რეგისტრაცია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სამუშაო სივრცეში ჯვარედინი ღირებულებების დანერგვის ონლაინკურსზე
ნოემბერი 10, 2023

დაიწყო რეგისტრაცია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სამუშაო სივრცეში ჯვარედინი ღირებულებების დანერგვის ონლაინკურსზე


არაკომერციული ორგანიზაცია, ევროპული ექსპერტიზისა და კომუნიკაციების ოფისი (OEEC), საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენი ხუთი ქვეყნის (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი და უკრაინა) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს ახალ კურსს სთავაზობს.

ონლაინკურსი, „ჯვარედინი ღირებულებების დანერგვა ჩვენს სამუშაო სივრცეში“, 2023 წლის 15 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდება.

ის მოიცავს ხუთ ვიდეოს და ოთხ ონლაინშეხვედრას, რომლებზეც მიმოხილული იქნება შემდეგი თემები:

  • როგორ შეუძლია ჯვარედინ ღირებულებებზე დაფუძნებულ მართვის მიდგომას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის მუშაობის გაუმჯობესება;
  • რომელი წარმატებული ინკლუზიური პრაქტიკები არსებობს სხვადასხვა ქვეყანასა და ორგანიზაციაში;
  • როგორ უნდა ჩატარდეს გენდერული ანალიზი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაში და როგორ უნდა ინტეგრირდეს მიღებული შედეგები სამუშაო პროცესში;
  • რას ნიშნავს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა (HRBA) და რა მარტივი პირველი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო იმისთვის, რომ ამ მიდგომამ იმუშაოს;
  • რატომაა მნიშვნელოვანი ეკომეგობრულობის ბაზისურ ღირებულებად განსაზღვრა, მაშინაც კი, თუ ორგანიზაცია ამ მიმართულებით არ მუშაობს.

OEEC ელის მონაწილეებს, რომლებიც მუშაობენ ან მოხალისეობრივად არიან ჩართულები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში (განურჩევლად მათი პოზიციისა თუ გამოცდილებისა) და/ან უძღვებიან საკუთარ ინიციატივას. ერთი ორგანიზაციიდან/ინიციატივიდან კურსზე დარეგისტრირება მაქსიმუმ ორ ადამიანს შეუძლია.

რეგისტრირების ბოლო ვადაა 13 ნოემბერი. 

OEEC არის კონსორციუმის წევრი, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმს ახორციელებს. ამ მიზნით ის მუშაობს ექვს პარტნიორ ქვეყანასთან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აქტივისტების ჩართულობისა და  ქმედუნარიანობის გასაძლიერებლად. 

კურსს ორგანიზებას უწევს OEEC და მხარს უჭერს დანიის კულტურის ინსტიტუტი (DCI), „ახალი დემოკრატიის ფონდის“ (NDF) პროექტის ფარგლებში.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ნოემბერი 13, 2023

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,