არაკომერციული ორგანიზაცია, ევროპული ექსპერტიზისა და კომუნიკაციების ოფისი (OEEC), საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენი ხუთი ქვეყნის (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი და უკრაინა) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს ახალ კურსს სთავაზობს.
ონლაინკურსი, „ჯვარედინი ღირებულებების დანერგვა ჩვენს სამუშაო სივრცეში“, 2023 წლის 15 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდება.
ის მოიცავს ხუთ ვიდეოს და ოთხ ონლაინშეხვედრას, რომლებზეც მიმოხილული იქნება შემდეგი თემები:
OEEC ელის მონაწილეებს, რომლებიც მუშაობენ ან მოხალისეობრივად არიან ჩართულები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში (განურჩევლად მათი პოზიციისა თუ გამოცდილებისა) და/ან უძღვებიან საკუთარ ინიციატივას. ერთი ორგანიზაციიდან/ინიციატივიდან კურსზე დარეგისტრირება მაქსიმუმ ორ ადამიანს შეუძლია.
რეგისტრირების ბოლო ვადაა 13 ნოემბერი.
OEEC არის კონსორციუმის წევრი, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმს ახორციელებს. ამ მიზნით ის მუშაობს ექვს პარტნიორ ქვეყანასთან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აქტივისტების ჩართულობისა და ქმედუნარიანობის გასაძლიერებლად.
კურსს ორგანიზებას უწევს OEEC და მხარს უჭერს დანიის კულტურის ინსტიტუტი (DCI), „ახალი დემოკრატიის ფონდის“ (NDF) პროექტის ფარგლებში.
დამატებითი ინფორმაცია
სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,