ევროპის თარგმნის მაგისტრატურის ქსელი ახალი წევრებისთვის კონკურსს აცხადებს
სექტემბერი 19, 2023

ევროპის თარგმნის მაგისტრატურის ქსელი ახალი წევრებისთვის კონკურსს აცხადებს


ევროკომისია უნივერსიტეტებისთვის ევროპის თარგმნის მაგისტრატურის (EMT) ქსელში გასაწევრიანებლად კონკურსს მეხუთედ აცხადებს.

კონკურსი ღიაა უნივერსიტეტებისთვის საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. 

უნივერსიტეტებს კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ მათი პროგრამები EMT-ის ხარისხის სტანდარტებს აკმაყოფილებს. ამ სტანდარტთაგან ერთ-ერთის თანახმად, განაცხადის შეტანის დროისთვის უნივერსიტეტის  შესაბამის პროგრამას თარგმნაში ოფიციალურად აღიარებული მაგისტრის ხარისხი მინიჭებული უნდა ჰქონდეს კურსდამთავრებულთა სულ მცირე ორი ნაკადისთვის. 

უნივერსიტეტები EMT-ის ქსელს შეუერთდებიან კონკურსის საბოლოო შედეგთა გამოქვეყნების დღეს და მათი წევრობა ხუთ წელს (2024-2029 წლები) გასტანს.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 15 დეკემბერი. 

დამატებითი ინფორმაცია 

პრესრელიზი

საკონკურსო გვერდი

დახურვის თარიღი:

დეკემბერი 15, 2023


ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,