Impact Hub Tbilisi სტარტაპერებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერილ პრე-აქსელერატორის პროგრამას იწყებს 
სექტემბერი 7, 2023

Impact Hub Tbilisi სტარტაპერებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერილ პრე-აქსელერატორის პროგრამას იწყებს 


Impact Hub Tbilisi იწყებს სტარტაპის პრე-აქსელერატორის პროგრამას, რომელსაც ევროკავშირი უჭერს მხარს.

სტარტაპის პრე-აქსელერატორი მხარს უჭერს ადრეულ ეტაპზე მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებს იდეიდან კომპანიის დაარსებამდე გასავლელი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმისას. 

სამთვიანი ინტენსიური კურსის განმავლობაში შერჩეული გუნდები გაიღრმავებენ ცოდნას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ფასეული შეთავაზებები, საოპერაციო და ბიზნესმოდელები, საკომუნიკაციო გეგმები,  ბაზარზე შესვლის სტრატეგიები, პროფესიონალური Pitch Deck-ები, საინვესტიციო წინადადებები და სხვა. 

სამუშაო შეხვედრები/ტრენინგები ჩატარდება კვირაში სამჯერ, საღამოობით, რამდენიმე პროფესიონალი ინსტრუქტორის და გამოცდილი მეწარმის ხელმძღვანელობით. 

პროგრამა შექმნილია დასაქმებულების, სტუდენტებისა და ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის, ვისაც ბიზნესის დაწყება სურს. 

განაცხადის შესატანად თქვენ უნდა იყოთ სულ მცირე 2 დამფუძნებლისგან შემდგარი გუნდის წევრი და უნდა გქონდეთ ადაპტირებადი ბიზნესმოდელი (ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სტარტაპი).

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 24 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

სექტემბერი 24, 2023

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,