Feel the PAWer of Love: ევროკავშირის მხარდაჭერით ზუგდიდში შინაური ცხოველების ფესტივალი მოეწყო
ივლისი 24, 2023

Feel the PAWer of Love: ევროკავშირის მხარდაჭერით ზუგდიდში შინაური ცხოველების ფესტივალი მოეწყო


20 ივლისს ზუგდიდმა ფესტივალს, #FeelThePAWerOfLove, უმასპინძლა. ღონისძიებას ცხოველების მოყვარულები, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, მოხალისეები და ზუგდიდის მცხოვრებლები დაესწრნენ. 

ფესტივალი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის, EU4Dialogue-ის ფარგლებში მოეწყო. პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დიალოგისა და ხალხთა შორის კავშირების გამყარებას უწყობს ხელს. 

ფესტივალის მონაწილეებმა ისაუბრეს ცხოველთა პასუხისმგებლობიან მოვლა-პატრონობაზე, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების, აცრისა და სტერილიზაციის აუცილებლობაზე და ქუჩიდან თუ თავშესაფრიდან ცხოველთა აყვანის უპირატესობებზე.

ღონისძიებაზე ასევე განიხილეს ის გამოწვევები, რომლებსაც  კონფლიქტის გამყოფი ხაზების გასწვრივ მდებარე დასახლებებში მცხოვრებნი აწყდებიან. კერძოდ, იმ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს, რომლებსაც  კონფლიქტით დაზარალებული ადამიანები უმკლავდებიან, მიუსაფარი ცხოველების რიცხვის ზრდაც ამწვავებს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,