ქედაში ახალი ევროკლუბი გაიხსნა
ივნისი 9, 2023

ქედაში ახალი ევროკლუბი გაიხსნა


8 ივნისს ახალგაზრდა ევროპელი ელჩების (YEAs) ქსელმა საქართველოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე ქედის საჯარო სკოლაში ევროკლუბის ოფიციალური გახსნა საზეიმოდ აღნიშნა.

გახსნის ცერემონიაში სკოლის ორასმა მოსწავლემ და 12-მა ახალგაზრდა ევროპელმა ელჩმა მიიღეს მონაწილეობა. ელჩებმა 40 მოსწავლეს კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის მიერ შექმნილი სამაგიდო თამაში „ევროპის გზა“ გადასცეს. 

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი და ქედის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები. 

ქედის ევროკლუბის ინიციატივა ეკუთვნით ახალგაზრდა ევროპელ ელჩებს, რომლებიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU NEIGHBOURS EAST პროგრამის ფარგლებში მოქმედებენ. ესაა ამ სტილის მესამე სივრცე, რომელიც პროგრამამ საქართველოში დააარსა. კლუბების მიზანია, მიეცეს ადგილობრივ ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობები და განმტკიცდეს კავშირი ევროკავშირსა და საქართველოს შორის. დანარჩენი ორი ევროკლუბი თბილისში („ევროკლუბი გლდანი“) და ყვარელში მდებარეობს.



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,