ევროპის საბჭო ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს უმცროს პროფესიონალთა პროგრამაში იწვევს
მაისი 16, 2023

ევროპის საბჭო ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს უმცროს პროფესიონალთა პროგრამაში იწვევს


ევროპის საბჭოს უმცროს პროფესიონალთა პროგრამა სტრასბურგში მდებარე სამდივნოში სამუშაოდ პროექტის ოფიცერს ეძებს.

განაცხადის შეტანა შეუძლიათ 35 წლამდე ასაკის კურსდამთავრებულებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან საერთაშორისო ურთიერთობებით და კარგად ფლობენ ინგლისურ ან ფრანგულ ენას. კანდიდატი უნდა იყოს ევროპის საბჭოს ერთ-ერთი წევრი ქვეყნის, მათ შორის — საქართველოს, მოქალაქე.

ევროპის საბჭო ევროკავშირის წევრ და სამეზობლოდ მდებარე არაწევრ სახელმწიფოებში არაერთ თანამშრომლობით ინიციატივას ახორციელებს. ამ აქტივობების მიზანია, დაეხმაროს ქვეყნებს, მიაღწიონ ევროპის საბჭოს სტანდარტებს ადამიანის უფლებათა, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის მიმართულებით.   

პროექტის უმცროს ოფიცერს დაევალება, მონაწილეობა მიიღოს თანამშრომლობითი აქტივობების  მომზადებასა თუ დაწყებაში. გარდა ამისა, ის ღონისძიებებისა და აქტივობების ორგანიზების გზით თანამშრომლობითი პროექტების მიმდინარეობის ყოველდღიურ პროცესშიც ჩაერთვება. 

უმცროს პროფესიონალთა პროგრამა პროფესიონალებს კარიერის დასაწყისშივე უღებს ევროპის საბჭოს კარს და პანევროპულ ინსტიტუციაში სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. არჩეული კანდიდატი დაამყარებს კავშირებს გამოცდილ პროფესიონალებთან, დაეხმარება უფროს კოლეგებს ყოველდღიურ საქმიანობაში, მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს ტრენინგის პროგრამაში და გაიღრმავებს ცოდნას ამ ორგანიზაციის შესახებ.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 30 მაისი.

დამატებითი ინფორმაცია

დახურვის თარიღი:

მაისი 30, 2023

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 19, 2024

ICMPD მიგრაციის შესახებ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეების მსურველებს საქართველოში იწვევს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,