EU4Culture აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კულტურული და ინოვაციური პროექტების კონკურსს აცხადებს
მაისი 3, 2023

EU4Culture აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კულტურული და ინოვაციური პროექტების კონკურსს აცხადებს


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, EU4Culture, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების იმ ქალაქებში, რომლებსაც დედაქალაქის სტატუსი არ აქვთ, კულტურული სფეროს და სექტორთაშორისი ინოვაციური პროექტების მხარდამჭერ კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია, „EU4Culture-ის ქალაქების ქსელის“ ფარგლებში შეუწყოს ხელი კულტურათაშორის თანამშრომლობასა და დიალოგს. 

კონკურსი ეძებს ორი ტიპის პროექტებს:

  • კულტურის სფეროს პროექტები, რომელთა ამოცანაა კულტურისა და ხელოვნების სფეროს განვითარება, ნამუშევრების შექმნა და წარდგენა, ადგილობრივი კულტურული ტრადიციების ხელშეწყობა და კულტურული გაცვლებისათვის საჭირო გარემოს შექმნა.
  • სექტორთაშორისი ინოვაციური პროექტები, რომელთა მიზანიცაა სხვადასხვა სექტორს შორის ბარიერების მოშლა და ლოკალური ეკოსისტემების განვითარება კულტურის, შემოქმედებითი, ტურიზმის და სხვა სექტორების გაერთიანების გზით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ არაკომერციულ (კერძო ან საჯარო) ორგანიზაციებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, მოლდოვაში ან უკრაინაში და ახორციელებენ აქტივობებს სულ მცირე 2 წლის განმავლობაში. წინადადებების წარდგენა შეუძლია ცალკეულ ორგანიზაციას ან კონსორციუმს, რომელშიც ორიდან ხუთ პარტნიორამდე შეიძლება გაერთიანდეს. მთავარ განმცხადებელს უნდა ჰქონდეს  „EU4Culture-ის ქალაქების ქსელის“ რომელიმე ქალაქში (სია იხილეთ ქვემოთ) აქტივობების განცორციელების გამოცდილება, თუმცა ამ კრიტერიუმის დაკმაყოფილება არ არის სავალდებულო თანაგანმცხადებლებისთვის.

კონკურსი მხარს დაუჭერს პროექტებს, რომლებიც მაქსიმუმ 10 თვემდე გაგრძელდება და 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის ივლისამდე პერიოდში განხორციელდება. 

თითოეული პროექტისთვის მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა 25,000 ევროა.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 25 ივლისი, 18:00 საათი (ცენტრალური ევროპის დროით). განაცხადის შესატანად დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა გოეთეს სააპლიკაციო პორტალზე და წარადგინონ მოთხოვნილი დოკუმენტები. სპეციალური საინფორმაციო შეხვედრა 5 ივნისს ჩატარდება (სარეგისტრაციო ბმული).  

EU4Culture-ის ქალაქების ქსელი“ პროექტ EU4Culture-ის ფარგლებში შექმნილი პლატფორმაა. მისი მიზანია, კულტურისა და შემოქმედებით სექტორში თანამშრომლობის ხელშეწყობა 14 შერჩეულ ქალაქში, რომლებმაც მიიღეს ევროკავშირის დაფინანსება კულტურის განვითარების სტრატეგიების მოსამზადებლად. ეს ქალაქებია: ქუთაისი, ფოთი და ზუგდიდი საქართველოში, ხირდალანი, ლენქორანი და შაქი აზერბაიჯანში; კაჰული და ორჰეი მოლდოვის რესპუბლიკაში;  ჩარენცავანი, იჯევანი და სევანი სომხეთში; და ოდესა, რივნე და ვინიცა უკრაინაში.

პროექტს, EU4Culture, ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (ხელმძღვანელი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი (Institut Français de Géorgie).

დამატებითი ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაცია

დახურვის თარიღი:

ივლისი 25, 2023


ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,