ევროპის განათლების ფონდი მწვანე უნარების ახალ კონკურსს იწყებს — შეიტანეთ განაცხადი 23 აპრილამდე 
მარტი 24, 2023

ევროპის განათლების ფონდი მწვანე უნარების ახალ კონკურსს იწყებს — შეიტანეთ განაცხადი 23 აპრილამდე 


ევროპის განათლების ფონდი (ETF) აცხადებს კონკურსს ისტორიებზე, რომლებიც მწვანე გარდაქმნისათვის საჭირო უნარების განვითარების საუკეთესო პრაქტიკას წარმოაჩენს. კონკურსი ღიაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის.

ინიციატივის მიზანია, გაავრცელოს სამოტივაციო და ინოვაციური იდეები, თუ როგორ შეუძლიათ საგანმანათლებლო და დასაქმების სფეროს წარმომადგენლებსა და პოლიტიკოსებს საკუთარი წვლილის შეტანა მეტად მწვანე და სამართლიანი გარემოს ჩამოყალიბებაში. 

ისტორიების გაგზავნა შეუძლიათ საწარმოების, ტრენინგის პროვაიდერების, სახელმწიფო უწყებების თუ დასაქმების სერვისების, სკოლების, კომპანიებისა და ბიზნესების წარმომადგენლებს. 

გამარჯვებულებს ETF-ის მწვანე უნარების 2023 წლის კონკურსის ჯილდო გადაეცემათ. ფინალისტების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება ETF-ისა და მისი საერთაშორისო პარტნიორების გამოცემებში და გავრცელდება ონლაინ არხებით. ამასთან, ETF გადაიღებს მოკლემეტრაჟიან ფილმებს ფინალისტების შესახებ, რაც მათ დაეხმარება, თავიანთი ისტორიები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილამდე მიიტანონ.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა ინგლისურ, ფრანგულ ან რუსულ ენაზე. განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 23 აპრილი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ევროპის განათლების ფორნის მწვანე უნარების კონკურსი

დახურვის თარიღი:

აპრილი 23, 2023


ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 24, 2024

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს დაფინანსებულ სტაჟირებას სთავაზობს

აპრილი 19, 2024

ICMPD მიგრაციის შესახებ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეების მსურველებს საქართველოში იწვევს

აპრილი 19, 2024

EU4Digital ინოვაციური კლასტერების შეფასებასა და ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად მსურველებს იწვევს

აპრილი 18, 2024

EU4Digital ინოვაციური კლასტერების შეფასებასა და ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად მსურველებს იწვევს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,