EU4Environment საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების ერთიანი ბაზრის წარსადგენად ორგანიზაციებს ეძებს
დეკემბერი 1, 2022

EU4Environment საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების ერთიანი ბაზრის წარსადგენად ორგანიზაციებს ეძებს


EU4Environment ეძებს ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს, რომლებიც მზად არიან, მხარი დაუჭირონ გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციას (UNIDO) ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების ევროკავშირის ერთიანი ბაზრის (SMGP) ინიციატივის საქართველოში წარსადგენად. გარდა ამისა, ინიციატივის ფარგლებში შერჩეული, ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოები „პროდუქტის გარემოსდაცვითი კვალის“ (PEF) შეფასების მეთოდოლოგიას გამოცდიან.

კონკურსი „წრიული ეკონომიკისა და ზრდის ახალი შესაძლებლობების“ ინიციატივის ნაწილია. მას UNIDO ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული  EU4Environment პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. 

შერჩეულ ორგანიზაციებს დაევალებათ: SMGP-ისა და PEF-ის მეთოდოლოგიაზე ცნობიერების ამამაღლებელი კამპანიის ჩატარება; იმის გარკვევა, თუ რამდენადაა შესაძლებელი ქვეყანაში PEF-ის მეთოდოლოგიის გამოყენება; შერჩეულ ინდუსტრიებში მოქმედი და ექსპორტზე ორიენტირებული ქართული მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის ტრენინგის ჩატარება და წინასწარი შეფასებების მომზადება.

 წინადადების წარდგენა აქ შეგიძლიათ. 

ვაჭრობის მონაწილედ დასარეგისტრირებლად, თავდაპირველად გაეცანით UNIDO-ს შესყიდვების პორტალის გზამკვლევს.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 14 დეკემბერი. 

დამატებითი ინფორმაცია

ინიციატივისადმი მიძღვნილი ბროშურა

დახურვის თარიღი:

დეკემბერი 14, 2022

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,