„შემოქმედებითი ევროპა“ მხატვრული თარგმანების გამოქვეყნების მხარდასაჭერ კონკურსს აცხადებს
ნოემბერი 18, 2022

„შემოქმედებითი ევროპა“ მხატვრული თარგმანების გამოქვეყნების მხარდასაჭერ კონკურსს აცხადებს


პროგრამამ, „შემოქმედებითი ევროპა“, ევროპული მხატვრული ტექსტების გავრცელების მხარდასაჭერად კონკურსი გამოაცხადა. 

5 მილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტის მქონე კონკურსი მხარს დაუჭერს პროექტებს, რომლებიც თარგმნიან, გამოაქვეყნებენ, გაავრცელებენ და პოპულარიზაციას გაუწევენ მინიმუმ ხუთ მხატვრულ ნამუშევარს (რომანებს, პოეზიის კრებულებს, კომიქსებს და სხვა).

„შემოქმედებით ევროპის“ სხვადასხვა ქვეყანაში (მათ შორის საქართველოში) მოქმედ ორგანიზაციებს განაცხადების შეტანა როგორც ინდივიდუალური განმცხადებლის, ასევე მინიმუმ ორი უფლებამოსილი ორგანიზაციისგან შემდგარი კონსორციუმის წევრების სტატუსით შეუძლიათ.

დაფინანსების მისაღებად განაცხადების შეტანა სხვადასხვა მასშტაბის პროექტებისა და განსხვავებული რაოდენობის წიგნების თარგმნისთვისაა დაშვებული. ეს შეიძლება იყოს:

  • მცირემასშტაბიანი პროექტები, რომელთაც ათამდე წიგნის სათარგმნელად 100,000 ევრომდე დაფინანსების მიღება შეუძლიათ;
  • საშუალომასშტაბიანი პროექტები, რომელთაც 20-მდე წიგნის სათარგმნელად 200,000 ევრომდე დაფინანსების მიღება შეუძლიათ;
  • მსხვილმასშტაბიანი პროექტები, რომელთაც მინიმუმ 21 წიგნის სათარგმნელად 300,000 ევრომდე დაფინანსების მიღება შეუძლიათ.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომთან დაკავშირებული განსაკუთრებული გარემოებების გამო, წახალისებული იქნება პროექტები, რომელთა მიზანიც უკრაინელი ლტოლვილებისა და ადგილნაცვალი პირებისთვის ევროპული ან უკრაინულ ენაზე დაწერილი წიგნების მიწოდებაა. შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პროექტებს, რომელთა ფარგლებშიც დაიბეჭდება და გავრცელდება ევროპული და უკრაინულ ენაზე დაწერილი მხატვრული ლიტერატურა. ეს პროექტები უნდა აკმაყოფილებდეს შერჩევის ზოგად პირობებს და უნდა შეიცავდეს მინიმუმ ხუთ თარგმანს. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 21 თებერვალი. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

იანვარი 21, 2023


ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,