თბილისში პიტერ პომერანცევის მიერ დეზინფორმაციის შესახებ დაწერილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
ოქტომბერი 18, 2022

თბილისში პიტერ პომერანცევის მიერ დეზინფორმაციის შესახებ დაწერილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა


14 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში პიტერ პომერანცევის წიგნის, „ეს არ არის პროპაგანდა — მოგზაურობა ომში რეალობის წინააღმდეგ“, პრეზენტაცია გაიმართა. 

პრეზენტაციას უძღვებოდნენ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე, წიგნის ავტორი პიტერ პომერანცევი და მწერალი ლაშა ბუღაძე.

წიგნი გამომცემლობა ინტელექტის მიერ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ პროექტის, „საზოგადოების მედეგობის გაძლიერება დეზინფორმაციის წინააღმდეგ“, ფარგლებში ითარგმნა და გამოიცა. აღნიშნული პროექტი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ხორციელდება.

პიტერ პომერანცევი საბჭოთა კავშირში დაბადებული ბრიტანელი ჟურნალისტი, მწერალი და სატელევიზიო პროდიუსერია. ის ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის (LSE) უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარი გახლავთ. პომერანცევი ოცდამეერთე საუკუნეში საინფორმაციო მანიპულაციის ბუნებასა და მისი აღმოფხვრის გზებს შეისწავლის.

მისი პირველი წიგნი, „არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია“, ქართულ ენაზე 2017 წელს გამოიცა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,