ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარი ქართული კომპანიებისთვის გაიხსნა
სექტემბერი 1, 2022

ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარი ქართული კომპანიებისთვის გაიხსნა


ქართულ კომპანიებს ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარზე წვდომა გაეხსნათ. ეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად გახდა შესაძლებელი. 

ქართულ კომპანიებს იმ სახელმწიფო ტენდერების სრული და განახლებული სიის ხილვა შეუძლიათ, რომლებსაც ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო ვებსაიტზე, Tenders Electronic Daily (TED), აცხადებს. TED ყოველდღიურად სხვადასხვა სექტორში გამოცხადებული 1,000-ზე მეტი ტენდერის შესახებ ელექტრონულ ფორმატში აქვეყნებს ინფორმაციას. ერთიანი საძიებო სისტემა ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, საჭირო ტენდერი ისეთ კრიტერიუმებზე დაყრდნობით მოიძიონ, როგორებიცაა ხელშეკრულების ტიპი და საკვანძო სიტყვები.

„ეს არის მიღწევა და მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველო-ევროკავშირს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებში და, ამასთან, წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) სრულად განხორციელებისთვის“, — აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესრელიზში. 

თავის მხრივ, ევროკავშირში რეგისტრირებულ კომპანიებსაც სრული წვდომა აქვთ საქართველოში სახელმწიფო შესყიდვებისთვის გამოცხადებულ ტენდერებზე. საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა ევროკავშირის კომპანიებისათვის ყოველგვარი შეზღუდვის გარეშეა ღია.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,