შრომითი ინტეგრაცია: საგრანტო კონკურსი საქართველოს სოციალური საწარმოებისთვის 
ივლისი 21, 2022

შრომითი ინტეგრაცია: საგრანტო კონკურსი საქართველოს სოციალური საწარმოებისთვის 


საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG) ევროკავშირის მხარდაჭერით საგრანტო კონკურსს აცხადებს. კონკურსი იმ სოციალური საწარმოებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც შრომითი ინტეგრაციის სფეროში მუშაობენ.

ინიციატივის მიზანია, მხარი დაუჭიროს სოციალურ საწარმოებს, რომლებიც მოსახლეობის ნაკლებად კონკურენტუნარიანი, დაუცველი ჯგუფების წევრთა შრომის ბაზარზე ინტეგრაციას უწყობენ ხელს.

საგრანტო კონკურსის სამიზნე რეგიონებია გურია, კახეთი და ქვემო ქართლი.

მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 14,000 ევროს .

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 სექტემბერი (18:00).

საგრანტო კონკურსი ევროკავშირისა და „პური მსოფლიოსთვის“ (Brot) მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“, ფარგლებშია გამოცხადებული. პროექტს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG) საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასა (GCDA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) ერთად ახორციელებს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

სექტემბერი 30, 2022

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში

აპრილი 24, 2024

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს დაფინანსებულ სტაჟირებას სთავაზობს

აპრილი 19, 2024

ICMPD მიგრაციის შესახებ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეების მსურველებს საქართველოში იწვევს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,