საგრანტო კონკურსი ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთი ინიციატივებისთვის
ივლისი 21, 2022

საგრანტო კონკურსი ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთი ინიციატივებისთვის


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა“, ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია, „ქალთა ფონდი საქართველოში“ საგრანტო კონკურსს აცხადებს. 

კონკურსში,  „ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია“, მონაწილეობა ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს შეუძლიათ.

წარდგენილი პროექტები შეიძლება მოიცავდეს შემდეგ აქტივობებს:

  • ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს ქალთა უფლებების დაცვას, ადვოკატირებას და ლობირებას;
  • სერვისების უზრუნველყოფა;
  • საკანონმდებლო ინიციატივები, ქალთა და ლგბტქი+ პირთა უფლებების დარღვევის დოკუმენტირება;
  • კანონებისა და კონვენციების შესრულების მონიტორინგი;
  • მსხვერპლთა მხარდამჭერი პროგრამები;
  • პრევენციული მექანიზმების შემუშავება/განხორციელება;
  • გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა (ციფრული უსაფრთხოების ჩათვლით);
  • ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

პრიორიტეტი მიენიჭება საპროექტო განაცხადებს, რომელთა სამიზნე რეგიონებია კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, იმერეთი და ქვემო ქართლი.

გრანტის მაქსიმალური ოდენობა 10,000 ევროა.

განაცხადების შეტანა შესაძლებელია 20 აგვისტომდე.

პროექტს, „გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა საქართველოში“, აფინანსებს ევროკავშირი და ახორციელებს „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“ (GCRT) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, რომელთა შორისაა „ქალთა ფონდი საქართველოში“.

დამატებით ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

აგვისტო 20, 2022

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,