<strong>CENN ქალებისა და ახალგაზრდებისთვის კლიმატის ცვლილების თემატურ ბანაკს მართავს</strong>
ივლისი 6, 2022

CENN ქალებისა და ახალგაზრდებისთვის კლიმატის ცვლილების თემატურ ბანაკს მართავს


კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ქალებსა და ახალგაზრდებს კლიმატის ცვლილების თემატურ ბანაკში მონაწილეობის მისაღებად იწვევს. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივა მიმდინარე პროექტის, „საქართველოს კლიმატის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.

მონაწილეები ტრენინგს შემდეგ საკითხებზე გაივლიან: ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა, კლიმატის ცვლილება და მისი გამომწვევი მიზეზები, კლიმატის ცვლილების გავლენის შერბილება და მასთან ეფექტიანი ადაპტაცია, წყლის რესურსების ეფექტიანი მართვა და ენერგოეფექტიანობა.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეები კლიმატის ცვლილების სფეროში ახალგაზრდებისა და ქალების აქტივიზმის ხელშემწყობ ოთხ ერთობლივ ინიციატივას შეიმუშავებენ. 

ბანაკში მონაწილეობა გურჯაანის, საგარეჯოს, ახმეტის (კახეთის რეგიონი), ზესტაფონის, ტყიბულის, ჭიათურის (იმერეთის რეგიონი), ლანჩხუთისა და ოზურგეთის (გურიის რეგიონი) მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 15-35 წლის ახალგაზრდებსა და ქალებს შეუძლიათ.

ბანაკი 2022 წლის 6-11 სექტემბერს გაიმართება.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 8 ივლისი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,