მდგრადი განვითარებისა და მედიამენეჯმენტის ტრენინგის პროგრამა ქართველი და უკრაინელი ჟურნალისტებისთვის
ივნისი 10, 2022

მდგრადი განვითარებისა და მედიამენეჯმენტის ტრენინგის პროგრამა ქართველი და უკრაინელი ჟურნალისტებისთვის


ევროპაში მომუშავე ადგილობრივ საგამოძიებო ჟურნალისტებს ეძლევათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ინტენსიური ტრენინგის ოთხკვირიან პროგრამაში, „მდგრადი განვითარება და მედიამენეჯმენტი“. ტრენინგს რიგაში მდებარე სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლა (SSE)  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ადგილობრივი სახელმწიფოთაშორისი ჟურნალისტიკის საგრანტო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. კონკურსში მონაწილეობის უფლება ქართველ და უკრაინელ ჟურნალისტებსაც აქვთ.

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო (MBA) პროგრამის კომპაქტურ ვარიანტად მიჩნეული ეს პროგრამა ბიზნესის ფუნდამენტურ უნარებში საბაზისო ტრენინგს უზრუნველყოფს. ის დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტოების დამფუძნებლებს თუ ხელმძღვანელებს მდგრადი ბიზნესმოდელების შემუშავების საშუალებას აძლევს.

ერთწლიანი პროგრამა შედგება ოთხი ხუთდღიანი ინტენსიური სწავლების მოდულისგან, რომლებიც ორ-ორი თვის ინტერვალით ტარდება.

ადგილობრივი სახელმწიფოთაშორისი ჟურნალისტიკის საგრანტო პროგრამა პროფესიონალი ჟურნალისტების და/ან ახალი ამბების სააგენტოების ადგილობრივ სახელმწიფოთაშორის საგამოძიებო გუნდებს  უჭერს მხარს.  

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 24 ივლისი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში

აპრილი 24, 2024

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს დაფინანსებულ სტაჟირებას სთავაზობს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,