ევროკავშირი რუსეთის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული ტერიტორიის აღიარებას გმობს
თებერვალი 25, 2022

ევროკავშირი რუსეთის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული ტერიტორიის აღიარებას გმობს


ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მკაცრად დაგმეს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება, დამოუკიდებელ ერთეულებად ეღიარებინა უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის ოლქები. პუტინმა ეს განცხადება 21 თებერვლის საღამოს გააკეთა.

„ეს ნაბიჯი საერთაშორისო სამართლის და მინსკის შეთანხმების უტიფარი დარღვევაა. ევროკავშირი ამ ნაბიჯს უპასუხებს სანქციებით მათ წინააღმდეგ, ვინც ამ უკანონო აქტში მონაწილეობს“, — ნათქვამია ფონ დერ ლაიენისა და მიშელის საერთო განცხადებაში. მათ, ამასთან, კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უწყვეტი მხარდაჭერა ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. 

მოგვიანებით შარლ მიშელი ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და გამოხატა ევროკავშირის სრული სოლიდარობა უკრაინის მიმართ. ხოლო ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა მომდევნო ნაბიჯები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან განიხილა.

„პრეზიდენტ პუტინის განკარგულებები ეგრეთწოდებული სამშვიდობო მისიის ეგრეთწოდებულ დონეცკის და ლუგანკსის სახალხო რესპუბლიკებში შესაყვანად წარმოადგენს უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ კიდევ ერთ აგრესიას, მისი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დარღვევას“, დაწერა ბორელმა ტვიტერზე. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

თებერვალი 28, 2022

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში

აპრილი 24, 2024

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს დაფინანსებულ სტაჟირებას სთავაზობს

აპრილი 19, 2024

ICMPD მიგრაციის შესახებ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეების მსურველებს საქართველოში იწვევს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,