საქართველოში სამოქალაქო კამპანიის დაგეგმვის შესახებ ტრენინგი ჩატარდება
თებერვალი 11, 2022

საქართველოში სამოქალაქო კამპანიის დაგეგმვის შესახებ ტრენინგი ჩატარდება


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სპეციალიზებული ტრენინგის პროგრამას იწყებს. ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ მათ, ვინც დაინტერესებულია წარმატებული სამოქალაქო კამპანიის ჩატარებით მწვავე საზოგადოებრივი საკითხების გადასაჭრელად.

ტრენინგის საშუალებით მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას სათემო აქტივიზმთან დაკავშირებული კონცეფციების, მიდგომებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. ამასთან, ისინი მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს იმაზე, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს წარმატებული სამოქალაქო კამპანია.

სათემო აქტივიზმის ტრენინგის (CAT) პროგრამა ორგანიზებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მიერ და ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული STAR ინიციატივის ფარგლებში.  

ტრენინგი მარტსა და აპრილში ხუთი კვირის განმავლობაში ჩატარდება. სასწავლო პროგრამა იქნება ჰიბრიდული ფორმატის: ოთხი კვირა დაეთმობა დისტანციურად გამართულ სესიებს, ხოლო ხუთი დღე — გასვლით პირისპირ ტრენინგს. 

პროგრამა კურსდამთავრებულებს მიკრო გრანტების კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობას სთავაზობს. თითოეული ინიციატივა დაფინანსდება 3,000 ევროს ეკვივალენტით ლარში.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 20 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,