მიიღეთ მონაწილეობა ახალი ევროპული ბაუჰაუსის კონკურსში
თებერვალი 8, 2022

მიიღეთ მონაწილეობა ახალი ევროპული ბაუჰაუსის კონკურსში


ევროკომისია ცალკეულ პირებსა და ორგანიზაციებს ახალი ევროპული ბაუჰაუსის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.

კონკურსი გამოავლენს უკვე არსებულ საუკეთესო, მდგრად და ინკლუზიურ მიღწევებს და, ამასთან, მხარს დაუჭერს ახალ თაობას თანამედროვე კონცეფციების და იდეების განვითარებაში. 

პრიზებით დაჯილდოვდებიან როგორც დასრულებული პროექტები („ახალი ევროპული ბაუჰაუსის ჯილდოები“), ისე წარმატებული იდეების მქონე ახალგაზრდები, რომელთა ასაკი მაქსიმუმ 30 წელია („ახალი ევროპული ბაუჰაუსის ამომავალი ვარსკვლავები“). ჯილდოები ოთხ ძირითად კატეგორიაში გაიცემა: ბუნებასთან კავშირის აღდგენა; ერთიანობის აღდგენა; პრიორიტეტების მინიჭება ადგილებისა და ადამიანებისთვის, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ; და ცირკულარული ინდუსტრიული ეკოსისტემის ფორმირება და „სრული ციკლის გათვალისწინებითი მიდგომის“ მხარდაჭერა. 

ევროკავშირის არარეზიდენტებს კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ იმ პირობით, თუ მათი პროექტი/იდეა ევროკავშირში იქმნება/შეიქმნება და ხორციელდება/განხორციელდება.

ახალი ევროპული ბაუჰაუსის კონკურსის გამარჯვებულს 30,000 ევრო გადაეცემა, ხოლო ახალი ევროპული ბაუჰაუსის ამომავალ ვარსკვლავს — 15,000 ევრო. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 28 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

თებერვალი 28, 2022


ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,