ახალი ცენტრი ენერგეტიკული სიღარიბის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს 
იანვარი 26, 2022

ახალი ცენტრი ენერგეტიკული სიღარიბის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს 


ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნომ ენერგეტიკული სიღარიბის აღმოსაფხვრელად ახალი ცენტრი ჩამოაყალიბა. ცენტრი იმუშავებს ენერგეტიკული თანამეგობრობის კონტრაქტის ხელმომწერ სახელმწიფოებში, რომელთა შორისაც მოლდოვა, საქართველო და უკრაინაც არიან.  

ცენტრი შეკრებს მონაცემებს და ინფორმაციას ენერგეტიკული სიღარიბის მიზეზებისა და ზეგავლენის შესახებ და ხელს შეუწყობს შესაბამისი პოლიტიკის და ღონისძიებების შემუშავებას. გარდა ამისა, ის გააძლიერებს თანამშრომლობას ენერგეტიკული სექტორის დაინტერესებულ მხარეებს შორის — კერძოდ, სამთავრობო უწყებებს, სამოქალაქო საზოგადოებას, კერძო სექტორსა და ფინანსურ ინსტიტუტებს შორის.

„ენერგეტიკული თანამეგობრობის კონტრაქტის ხელმომწერ სახელმწიფოებში ენერგეტიკული სიღარიბის დონე ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალია. COVID-19-ის პანდემიამ და ენერგიაზე ფასების სწრაფმა ზრდამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა“, — განაცხადა ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოს დირექტორმა, არტურ ლორკოვსკიმ. 

ცენტრის დაარსების გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო რეკომენდაციები, რომლებიც ენერგეტიკული თანამეგობრობის კონტრაქტის ხელმომწერ სახელმწიფოებში ენერგეტიკული სიღარიბის პრობლემის გადასაჭრელად ჩატარებული კვლევის შედეგად შემუშავდა. რეკომენდაციები 2021 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ენერგეტიკული თანამეგობრობის კვლევა: ენერგეტიკული სიღარიბის მიზეზები და მასთან ბრძოლის პოლიტიკა



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 26, 2024

ჯოზეფ ბორელი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,