იანვარი 18, 2022

გამოცხადდა კონკურსი One World Media Awards: ქალთა საკითხების გაშუქებისთვის ჯილდოს ევროპის საინვესტიციო ბანკი გასცემს


ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) უკვე მეორედ იქნება კონკურსის, One World Media Award, 15 კატეგორიიდან ერთ-ერთის სპონსორი. მის მიერ დაფინანსებული ნომინაციის, Women’s Solutions Reporting Award, ჯილდო გადაეცემა მედიაში გაშუქებულ საუკეთესო მასალას, რომელიც საზოგადოების თანამედროვე პრობლემების გადაჭრაში შეტანილ ქალების როლს აღწერს. 

ნომინაცია ღიაა ყველასთვის — მათ შორის, სამაუწყებლო, ციფრული, აუდიო, კინემატოგრაფიული ან ბეჭდური მედიასაშუალებისთვის, რომელიც იკვლევს ქალთა საკითხების გადაჭრას საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში (პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების ჩათვლით).

კონკურსზე წარდგენილი მასალა  უნდა ეხებოდეს  ქალების მიერ შეთავაზებულ გზებს კლიმატის ცვლილების პრობლემების გადასაჭრელად და გარემოს დასაცავად; ასევე, იმ პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ქალების გაძლიერებას და მათ წვდომას განათლებასა და ჯანდაცვის სისტემებზე. 

2022 წლის One World Media Awards განიხილავს ყველა ქვეყნიდან წარმოდგენილ საუკეთესო ისტორიებს, რომლებიც გამოირჩევა ორიგინალობით და აქვს ცვლილების გამოწვევის პოტენციალი. საკონკურსოდ შემოსული ყველა მასალა უნდა ეხებოდეს არასაკმარისად გაშუქებულ ამბებს თუ საკითხებს, ან ახალი კუთხით უნდა იკვლევდეს ნაცნობ თემებს.

საკონკურსოდ დაიშვება მასალა, რომელიც პირველად 2021 წლის 12 თებერვალსა და 2022 წლის 10 თებერვალს შორის პერიოდში იყო გამოქვეყნებული თუ საჯაროდ ხელმისაწვდომი.   

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 10 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაცია 

პრესრელიზი

კონკურსი One World Media Awards 2022

დახურვის თარიღი:

თებერვალი 2, 2022


ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში

აპრილი 24, 2024

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს დაფინანსებულ სტაჟირებას სთავაზობს

აპრილი 19, 2024

ICMPD მიგრაციის შესახებ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეების მსურველებს საქართველოში იწვევს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,