საქართველოში მწვანე ენერგეტიკული ბაზრის წასახალისებლად საგრანტო კონკურსი ცხადდება
ოქტომბერი 13, 2021

საქართველოში მწვანე ენერგეტიკული ბაზრის წასახალისებლად საგრანტო კონკურსი ცხადდება


ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო სოფლად მცხოვრებ ოჯახებსა და სოფლად მომუშავე ბიზნესებს იწვევენ კონკურსში, „მწვანე გრანტების პროგრამა“. ინიციატივის მიზანია, გაამარტივოს წვდომა ენერგოეფექტიანობისა და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებზე.

პროგრამა განხორციელდება ახალქალაქის, ბორჯომის, დედოფლისწყაროს, ყაზბეგის, ქედას, ხულოს, ლაგოდეხის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში. გრანტები გაიცემა მარტივი ტიპის და ქარხნულად დამზადებული მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამაცხელებლების და ჰაერის გამათბობლების შესაძენად და, ასევე, შენობათა ნაწილობრივი ან სრული თბოიზოლაციისთვის.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 31 დეკემბერი. 

ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის უფრო ფართომასშტაბიანი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, რომელიც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის და სასოფლო განვითარებას საქართველოში. მისი მთლიანი ბიუჯეტი 234.5 მილიონი ევროა.

დამატებითი ინფორმაცია

კონკურსის კრიტერიუმები და პირობები

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 3, 2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის წარმატებული საპროექტო განაცხადის შექმნაზე ვებინარი მოეწყობა

მაისი 2, 2024

შემოქმედებითი ევროპა საქართველოდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან სივრცის ნოვატორებს იწვევს

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,