ევროკავშირმა გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად კონკურსი გამოაცხადა
სექტემბერი 3, 2021

ევროკავშირმა გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად კონკურსი გამოაცხადა


ევროკავშირის პროექტი „EU4Gender Equality: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის კონკურსს აცხადებს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ახორციელებენ.

ეს საკონკურსო განაცხადების მიღების მეორე რაუნდია. მასში აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის იმ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, რომლებიც მხარს უჭერენ გენდერულ თანასწორობასა თუ ქალთა გაძლიერებას და ებრძვიან გენდერული ნიშნით ძალადობას. 

საკონკურსო წინადადებები 2020 წელს გამოცხადებული პირველი რაუნდის დროს დაწყებული ინიციატივების გაგრძელება შეიძლება იყოს. ასევე მიიღება ახალი ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობს გენდერული უთანასწორობის და ქალთა მიმართ ძალადობის გამომწვევ ყველაზე გავრცელებულ გენდერულ სტერეოტიპებთან და მავნე სოციალურ ნორმებთან ბრძოლას. 

საკონკურსო წინადადებით შემოთავაზებული საქმიანობის ბიუჯეტი უნდა იყოს 15,000 აშშ დოლარიდან 80,000 აშშ დოლარამდე ფარგლებში.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 8 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

სექტემბერი 8, 2021

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 28, 2024

ევროკავშირის მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში პოსტდოქტორანტურის სტიპენდიებისთვის 417 მილიონი ევრო გამოიყო

აპრილი 26, 2024

EU4Culture ხელოვნებისა და კულტურის პროფესიონალებს საგრანტო განაცხადის წერაზე ონლაინკურსს სთავაზობს 

აპრილი 25, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საქართველოში

აპრილი 24, 2024

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს დაფინანსებულ სტაჟირებას სთავაზობს

აპრილი 19, 2024

ICMPD მიგრაციის შესახებ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეების მსურველებს საქართველოში იწვევს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,