ზურმუხტის იწყებს ქსელი ახალ კურსს აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებისთვის – სამართლებრივი ჩარჩოებიდან საზოგადოების ჩართულობამდე
მაისი 12, 2026

ზურმუხტის იწყებს ქსელი ახალ კურსს აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებისთვის – სამართლებრივი ჩარჩოებიდან საზოგადოების ჩართულობამდე


ზურმუხტის ქსელმა, რომელიც დაცული ბუნებრივი ტერიტორიების ქსელს წარმოადგენს, დაიწყო ონლაინ კურსი „ზურმუხტის ქსელის დაუფლება: სამართლებრივი ჩარჩოებიდან საზოგადოების ჩართულობამდე“, რათა ხელი შეუწყოს მის უკეთ განხორციელებას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.

ზურმუხტის ქსელი გადამწყვეტ როლს ასრულებს ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი ჰაბიტატებისა და სახეობების დაცვისა და მდგრადი განვითარების მხარდაჭერაში. 

კურსი პრაქტიკულ სასწავლო გამოცდილებას სთავაზობს პოლიტიკის შემქმნელებს, გარემოს დაცვით დაინტერესებულ მხარეებს და ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვით დაინტერესებულ ყველა პირს.

ინდივიდუალური ტემპით გასავლელი კურსის დასრულებას დაახლოებით 3.5 საათი სჭირდება და ის 12 ინტერაქტიულ მოდულს მოიცავს.  კურსი განმარტავს, თუ როგორ მუშაობს ზურმუხტის ქსელი, როგორ არის დაკავშირეგული ევროკავშირის კანონმდებლობასა და Natura 2000-თან, და როგორ წარმოებს ზურმუხტის ქსელის ტეირიტორიების მართვა პრაქტიკაში. კურსში განხილულია, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მართვის ადაპტირება დროთა განმავლობაში, შედეგების მონიტორინგი და ადგილობრივ თემებთან მუშაობა, რაც სარგებელს მოუტანს როგორც ბუნებას, ასევე ადამიანებს.

მოდულებში გამოყენებულია ძალზე მრავალფეროვანი სასწავლო მასალა, მათ შორის ზეპირი პრეზენტაციები, ანიმაციური ვიდეორგოლები, პრაქტიკული მაგალითები, რუკები, ინტერვიუები ექსპერტებთან, დამატებითი საკითხავი მასალა და თვითშეფასების მოკლე ვიქტორინები. 

მონაწილეები, რომელთა საბოლოო ტსტის ქულა შეადგენს 80%-ს ან მეტს, ციფრულ სერტიფიკატს მიიღებენ. 

კურსი ასევე ხელმისაწვდომია სომხურქართულრუმინულ და უკრაინულ ენებზე.

კურსი, რომელიც დაფინენსებულია ევროკავშირის მიერ პროგრამის EU4Environment ფარგლებში, შემუშავდა მსოფლიო ბანკის მიერ ესტონეთის, ლატვიის და ლიტვის გარემოს დაცვის, SIA-ს (ELLE) და სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის ლანდშაფტური ეკოლოგიის ინსტიტუტის (ILE) მხარდაჭერით.

გაიგეთ მეტი

შემოგვიერთდით კურსზე

დახურვის თარიღი:

დეკემბერი 31, 2026

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,