ჟან მონეს პრემია ევროინტეგრაციის თემაზე საკონკურსო განაცხადების მიღებას იწყებს

ჟან მონეს პრემია ევროინტეგრაციის თემაზე საკონკურსო განაცხადების მიღებას იწყებს


ჟან მონეს პრემია 2021 წლის კონკურსში იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს, წარადგინოს პროექტი, რომლის მიზანიც ევროპული ინტეგრაციის გაძლიერებაა. 

კონკურსზე წარდგენილი პროექტი ხელს უნდა უწყობდეს ევროპული ფასეულობების პოპულარიზაციას პოლიტიკური, სოციალური, აკადემიური, კულტურული თუ სხვა ნებისმიერი პერსპექტივიდან. ევროპარლამენტის პატრონაჟით ჩატარებულ კონკურსში მიიღება როგორც დასრულებული, ასევე სამუშაო პროცესში მყოფი პროექტები. 

ჟან მონეს პრემიის კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის 18 წელს გადაცილებულ მოქალაქეს ან მოქალაქეთა ჯგუფს — მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი საზოგადოებრივ  ორგანიზაციად ოფიციალურად რეგისტრირებულნი. 

საუკეთესო პროექტის ავტორს გრანტის სახით 1,500 ევრო გადაეცემა. გამარჯვებულს ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ჟან მონეს სახელობის პრიზი ამ უკანასკნელის დაბადების დღეს — 9 ნოემბერს გადაეცემა.

განაცხადების მიღების ბოლოო ვადაა 2021 წლის 9 ოქტომბერი. განაცხადები მიიღება ინგლისურ ენაზე, EuropeanConstitution.eu-ს ვებსაიტზე განთავსებული სპეციალური ფორმის შევსების გზით. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ოქტომბერი 9, 2021

შესაძლებლობის ტიპი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,