ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის, „ადამიანის უფლებები ყველასათვის“, ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR) ადამიანის უფლებების ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებას იწყებენ.
ზამთრის სკოლა საქართველოში 2025 წლის 1-5 დეკემბერს გაიმართება. ზუსტი ადგილი მოგვიანებით დაზუსტდება.
პროგრამა მოიცავს ლექციებს, დისკუსიებს, პრეზენტაციებს და ჯგუფურ სავარჯიშოებს. მოსწავლეები კომუნიკაციისა და პრეზენტირების უნარებს პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით გაიუმჯობესებენ.
ზამთრის სკოლა იღებს საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის, სოციალური, პოლიტიკური მეცნიერებებისა და ჰუმანიტარული მიმართულების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომლებიც არიან 18-26 წლის, ფლობენ ქართულ ენას და მზად არიან, სრულად დაესწრონ პროგრამას.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 10 ნოემბერი.
მონაწილეთა ტრანსპორტირებას და საცხოვრებელს ორგანიზატორები სრულად უზრუნველყოფენ.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,