ევროკავშირის მიერ დაფინანსებული REDI პროექტის („სასოფლო რეგიონების გაძლიერება ციფრული ინოვაციების საშუალებით“) ფარგლებში ორგანიზაცია „PL სოლიდარობის ფონდი“ (PL Solidarity Fund) საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ციფრული უნარების განვითარებას სთავაზობს.
თუ გსურს, იპოვო ახალი სამუშაო შესაძლებლობები, გააგრძელო სწავლა ან იყო მუდმივ კავშირზე ოჯახთან და მეგობრებთან, ეს უფასო ტრენინგი მოგცემს საჭირო საშუალებებს იმისათვის, რომ ეს ყოველივე კომფორტულად და უსაფრთხოდ შეძლო.
კურსზე შეისწავლით, თუ როგორ გამოიყენოთ ინტერნეტი, ბრაუზერები (საძიებო სისტემები) და ონლაინ სერვისები, ასევე როგორ შექმნათ, მართოთ და გამოიყენოთ ელექტრონული ფოსტა – ი-მეილი. გარდა ამისა, შეისწავლით სოციალური მედიის და ციფრული მარკეტინგის საფუძვლებს, ინტერნეტით უსაფრთხოდ სარგებლობის წესებს და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას.
ტრენინგებში მონაწილეობა შეუძლიათ 15 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებს კახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, გურიის და შიდა ქართლის რეგიონებიდან.
ტრენინგები ტარდება რეგულარულად და ამიტომ მონაწილეობის შესაძლებლობა ყველას ეძლევა. ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგ დაგიკავშირდებათ პროექტის წარმომადგენელი და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას თქვენს რეგიონში ტრენინგის ჩატარების ადგილის და თარიღების შესახებ.
REDI არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია eGA (ესტონეთი) და Solidarity Fund PL (პოლონეთი). პროექტის მიზანია ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა საქართველოს სოფლებში, რისთვისაც მოხდება 200-მდე თემის უზრუნველყოფა ხელმისაწვდომი ციფრული ინფრასტრუქტურით და ტრენინგებით ციფრული უნარების განვითარებისთვის.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,