სიმონა ვეილის პრიზი: განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია
მაისი 21, 2026

სიმონა ვეილის პრიზი: განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია


ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამამ სიმონა ვეილის პრიზისთვის განაცხადების მიღება პირველად დაიწყო. 

პრიზი მემკვიდრეობის ისეთ პოზიტიურ და მომავალზე ორიენტირებულ ძალად აღქმას უწყობს ხელს, რომელიც ევროპულ საზოგადოებაში ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანაცხოვრების საფუძველია. ის კულტურული მრავალფეროვნების დაცვის, დისკრიმინაციის და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და საერთო ისტორიული ხედვების ხელშეწყობის მიმართ ევროკავშირის ერთგულებას ასახავს.

პრიზი პატივს მიაგებს სიმონა ვეილს, რომელმაც ჰოლოკოსტი გადაიტანა და მთელი დარჩენილი ცხოვრება ევროპაში ერთიანობისა და ადამიანის უფლებათა დაცვისთვის ბრძოლას მიუძღვნა. როგორც ევროპარლამენტის პირველი პრეზიდენტი, ის ანტისემიტიზმის წინააღმდეგ იბრძოდა და იცავდა გაერთიანებული ევროპის საზიარო იდეალებს, რამაც იმ ღირებულებათა სიმბოლოდ აქცია, რომელთა დაფასებასაც ისახავს მიზნად ეს კონკურსი. 

სიმონა ვეილის პრიზი წელიწადში ერთხელ გაიცემა და გამოარჩევს 25-მდე ფინალისტსა და ხუთ გრან-პრი გამარჯვებულს თითოეულ კატეგორიაში. თითოეული გამარჯვებული 10 ათას ევროს მიიღებს. გამარჯვებულებს ჯილდოს წლის ბოლოს ბრიუსელში გამართულ ცერემონიაზე გადასცემენ. 

კონკურსი 2023 წლის იანვარსა და 2026 წლის იანვარს შორის პერიოდში შესრულებულ ადგილობრივ და ტრანსსასაზღვრო პროექტებს შემდეგ ხუთ კატეგორიაში დააჯილდოებს: „საერთო ისტორიები“, „მემკვიდრეობა დიალოგისთვის“, „ცოცხალი მემკვიდრეობა“, „ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა და საერთო ნარატივები“ და „მომდევნო თაობა, ახალგაზრდების ჩართულობა და განათლება“. 

განაცხადების წარდგენა შეუძლიათ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომლებიც რეგისტრირებულები არიან „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის კულტურის მიმართულების მონაწილე ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, მოლდოვაში, სომხეთსა და უკრაინაში. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 31 ივლისი. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,