შტატგარეშე გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო გუნდებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
სექტემბერი 10, 2024

შტატგარეშე გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო გუნდებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა


IJ4EU პროექტის „ფრილანსერთა მხარდაჭერის სქემა“ ტრადიციულ სარედაქციო ოფისების მიღმა მომუშავე ჟურნალისტების გუნდებს 20,000-მდე ევროს ოდენობის გრანტებს სთავაზობს. კონკურსის გამარჯვებულები ასევე მიიღებენ მათ საჭიროებებზე მორგებულ მხარდაჭერას, იქნება ეს ტრენინგი, მენტორობა თუ საქმიანი კავშირების გაბმის შესაძლებლობები.

ევროპული  ჟურნალისტიკის ცენტრის (EJC) მიერ მართული სქემა 2024/25 წლებში მთლიანობაში დაახლოებით 500,000 ევროს ოდენობის გრანტებს გასცემს. 

IJ4EU ეძებს ნებისმიერ თემაზე მომუშავე სახელმწიფოთაშორის საგამოძიებო პროექტებს. თემა შეიძლება ეხებოდეს კორუფციას, უკანანო გამდიდრებასა და ფინანსურ დანაშაულს, უსაფრთხოებას, დემოკრატიასა და ადამიანთა უფლებებს, გარემოსა და კლიმატის ცვლილებას, ჯანდაცვას და სხვა. განაცხადში უნდა გამოიკვეთოს გამოძიების მნიშვნელობა შესაბამისი ქვეყნების საზოგადოებისათვის ან ზოგადად ევროპული საჯარო სფეროსთვის. 

განაცხადის შეტანა შეუძლიათ სულ მცირე ორი შტატგარეშე ჟურნალისტისგან შემდგარ გუნდებს. გუნდში სულ მცირე ორი ჟურნალისტი უნდა იყოს იმ ორი ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი, რომელსაც ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამის სრული სექტორთაშორისი მიმართულებისთვის აქვს ხელი მოწერილი. კონკურსში დაშვებულ ქვეყნებს შორისაა ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო და ევროკავშირის არაწევრი შემდეგი ქვეყნები: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ისლანდია, ლიხტენშტაინი, მონტენეგრო, ნორვეგია, საქართველო, სერბეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ მაკედონია. გუნდის სხვა წევრები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან შეიძლება იყვნენ. 

კონკურსზე დაშვების კრიტერიუმი განისაზღვრება რეზიდენტობით (საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი) და არა ეროვნებით (მოქალაქეობა). 

საგრანტო დაფინანსება შეიძლება მოხმარდეს ისეთ საჭიროებებს, როგორიცაა განვითარება, გამოძიების დასრულება და გამოქვეყნება და ჟურნალისტური მასალის წარმოება, რაშიც შედის ხელფასები, ადამიანური რესურსების ხარჯები, თარგმნა და სამოგზაურო ხარჯები. გამონაკლისი შეეხება აღჭურვილობის ხარჯებს, რაც გრანტით არ დაიფარება. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 28 ოქტომბერი. მომდევნო კონკურსი 2025 წლის 13 იანვარს გამოცხადდება. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

დახურვის თარიღი:

ოქტომბერი 28, 2024

შესაძლებლობის ტიპი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,