2025 წლის 13-14 მარტს ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი (EESC) ბრიუსელში ყოველწლიურ ღონისძიებაზე „შენი ევროპა, შენი სათქმელი!“ (YEYS) შეკრებს 100-მდე ახალგაზრდა მონაწილეს და 37 მასწავლებელს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, კანდიდატი ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან.
წელს ღონისძიება „შენი ევროპა, შენი სათქმელი!“ ყურადღებას გაამახვილებს ახალგაზრდების როლზე სტაბილური მომავლის კოლექტიურ ფორმირებაში. ღონისძიება მიზნად ისახავს მათ აღჭურვას იმისათვის, რომ ისინი ჩაერთონ სამოქალაქო აქტივობაში და წვლილი შეიტანონ მონაწილეობითი დემოკრატიის საქმიანობაში საკუთარ თემებში და მათ ფარგლებს გარეთ.
2025 წლის „შენი ევროპა, შენი სათქმელი!“ იქნება 1,5-დღიანი ღონისძიება, წარმოდგენილი ინტერაქტიული სესიების და თანამშრომლობითი სემინარების საშუალებით. სესიებს გაუძღვებიან გამოცდილი ფასილიტატორები; ისინი დაეხმარებიან მონაწილეებს საკუთარი შეხედულებების გამოხატვასა და რეკომენდაციების ჩამოყალიბებაში, რომლებიც შემდეგ წინადადებების და ქმედებებისთვის იქნება გამოყენებული მომავალ პოლიტიკაში.
საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის სკოლებს შეუძლიათ დაასახელონ ერთი მოსწავლე (16-18 წლამდე) და ერთი თანმხლები მასწავლებელი ერთ სკოლაზე.
ვინაიდან ღონისძიება თავიდან ბოლომდე ინგლისურ ენაზე ჩატარდება, მოსწავლეებს და მასწავლებლებს ინგლისური ენის გაგების და ამ ენაზე საუბრის მაღალი დონე მოეთხოვებათ.
განაცხადების შეტანა შესაძლებელია 2024 წლის 1 დეკემბერი.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,