სრულად დაფინანსებული ტრენინგის საერთაშორისო პროგრამაზე, READY Track 2, განაცხადების მიღება დაიწყო. ტრენინგი უძრავი, არქეოლოგიური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კატასტროფებისგან, კლიმატის ცვლილების რისკებისგან და კომპლექსური საგანგებო ვითარებებისგან დაცვის თემას შეეხება.
განაცხადების შეტანა საქართველოს, მოლდოვის, სომხეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შეუძლიათ.
READY-ს ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამა 1.5 მილიონ ევროთი სამ წელზე მეტია, აფინანსებს და კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრი (ICCROM) ახორციელებს. ტრენინგს რუმინეთის კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ინსტიტუტი (TBC) უმასპინძლებს და ის განხორციელდება ევროპის მასშტაბით მომუშავე ტექნიკურ პარტნიორებთან თანამშრომლობით – მათ შორის, უკრაინაში მდებარე ერთი სააგენტოსა და ერთი მუზეუმის მონაწილეობით.
READY Track 2 ჰიბრიდული ფორმატის კურსია. ინტერდისციპლინური ტრენინგი უძრავ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ რისკებთან გასამკლავებლად სისტემურ მიდგომას იყენებს. მსგავს კულტურულ მემკვიდრეობათა შორისაა კულტურული მემკვიდრეობის ქალაქები, ძეგლები, ნაგებობები, არქეოლოგიური ნაშთები – ასევე, ის ცოცხალი ტრადიციები, პრაქტიკები და დაგროვილი ცოდნა, რომელიც ამ ადგილებთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.
სამაგიდო სავარჯიშოებისა და საგანგებო ვითარებების სიმულაციათა მეშვეობით, ტრენინგის მონაწილეები კრიზისულ სიტუაციებში სწრაფად და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით მოქმედების უნარს განივითარებენ და კულტურული მემკვიდრეობის და მასთან დაკავშირებული თემების მდგრადობას გააძლიერებენ.
კურსის გავლა სრულიად უფასოა. ტრენინგის იმ კომპონენტებთან დაკავშირებული სამოგზაურო და საცხოვრებელი ხარჯები, რომლებიც მონაწილეთა პირისპირ ჩართულობას მოითხოვს, ICCROM-ის მიერ დაიფარება. ტრენინგის მონაწილეებს მხოლოდ სწავლისა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ძლიერი მოტივაციის ქონა ევალებათ.
კურსი ღიაა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისთვის, რომელთა შორისაც არიან: კონსერვაციის არქიტექტორები და ინჟინრები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მენეჯერები, არქეოლოგები, ურბანისტები, თემის ლიდერები და კულტურული მემკვიდრეობის შემნახველები თუ გადამცემები, სამოქალაქო დაცვის, კატასტროფების რისკის მართვის, კლიმატის მეცნიერების, ჰუმანიტარული რეაგირებისა და ხანძრის რისკის მართვის სფეროების პროფესიონალები, აგრეთვე სამხედრო და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ექსპერტები, რომელთაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ავალიათ.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 31 მარტი.
კურსი ინგლისურ ენაზე ჩატარდება. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეებს ძირითადი ცნებებისა და საკვანძო ტერმინების გაგებაში მრავალენოვანი გუნდი დაეხმარება. გარდა ამისა, სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად მონაწილეებს მრავალენოვან გლოსარიუმსა და ბიბლიოგრაფიაზე ექნებათ წვდომა.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,