შეიტანე განაცხადი სტიპენდიებზე: სამოქალაქო ჩართულობა და ციფრული სამოქალაქო აქტივობა 5,000 ევროთი დაფინანსდება
დეკემბერი 3, 2021

შეიტანე განაცხადი სტიპენდიებზე: სამოქალაქო ჩართულობა და ციფრული სამოქალაქო აქტივობა 5,000 ევროთი დაფინანსდება


აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასტიპენდიო პროგრამის ახალი ფაზა დაიწყო. პროგრამა იწვევს სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს ან სამოქალაქო აზროვნების მქონე ქალებს და კაცებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან — აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან — გაერთიანდნენ სამოქალაქო საზოგადოების სასტიპენდიო ქსელში.

სტიპენდიების გაცემის ძირითადი მიზანი იმ ადამიანების მხარდაჭერაა, რომლებიც თავიანთ საზოგადოებაში დადებითი სოციალური ცვლილებებისთვის იღვწიან. სტიპენდიის გაცემის შედეგად გაიზრდება ამ ადამიანთა პოტენციალი, კონსტრუქციულად ითანამშრომლონ  საზოგადოებასა და ხელისუფლებასთან და ხელი შეუწყონ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში რეფორმების განხორციელებას. 

შერჩეულ კანდიდატებს უზრუნველყოფენ სპეციალური ტრენინგით და ქოუჩინგით. მათ, ამასთან, გადაეცემათ 5,000 ევრო შესაბამისი ღონისძიებების ჩასატარებლად და საჭირო კავშირების დასამყარებლად.

კონკურსი ცხადდება ორი სახის სტიპენდიაზე: ერთია საზოგადოებრივი ჩართულობის სტიპენდიები, ხოლო მეორე — ციფრული სამოქალაქო სტიპენდიები. ეს უკანასკნელი  განკუთვნილია საინფორმაციო ტექნოლოგიების ისეთი ექსპერტებისთვის, როგორებიც არიან ინჟინერ-პროგრამისტები, მონაცემთა დამუშავების სპეციალისტები და დიზაინერები, რომლებიც საინფორმაციო ტექნოლოგიებს საზოგადოების საკეთილდღეოდ იყენებენ.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც არის 18 წელს გადაცილებული და კარგად ფლობს ინგლისურ ენას.

განაცხადების მიღების ბოლოო ვადაა 2022 წლის 17 იანვარი.

პროექტს 2017 წლიდან მოყოლებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების სასტიპენდიო პროგრამა ახორციელებს. მის ფარგლებში ყოველწლიურად ირჩევა სამოქალაქო საზოგადოების 20 ახალგაზრდა აქტივისტი/ლიდერი. ამჟამად პროგრამა გაფართოების ფაზაში შედის და მისი მიზანი მომდევნო სამი წლის განმავლობაში დამატებით 120 სტიპენდიატის შერჩევა და მხარდაჭერა არის. 

დამატებითი ინფორმაცია 

განცხადება

შეიტანე განაცხადი

დახურვის თარიღი:

იანვარი 17, 2022

შესაძლებლობის ტიპი



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,